სომხეთისა და სერბეთის ბანკები რუსებისთვის ანგარიშების გახსნასა და ტრანზაქციებს აჩერებენ სომხეთისა და სერბეთის ბანკებმა რუსებისთვის ანგარიშების გახსნასა და ტრანზაქციების განხორციელებაზე მას შემდეგ თქვეს უარი, რაც ევროკავშირმა რუსეთი ფულის გათეთრების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა ინფორმაციას RBK იურისტებსა და საერთაშორისო ბიზნესკონსულტანტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურება დეტალური ახსნა-განმარტების გარეშე, მხოლოდ "შიდა კომპლაენსის მოთხოვნების“ მოტივით შეწყდა. ასევე, იხურება ადრე გახსნილი ანგარიშები იმ რუსებისთვისაც კი, რომლებსაც ბინადრობის ნებართვა, ბიზნესი ან ამ ქვეყნებში გრძელვადიანი ყოფნის უფლება აქვთ.
ექსპერტების ცნობით, რუსებისთვის პირად ანგარიშებს შორის გადარიცხვებიც კი შეჩერებულია და ზოგიერთ შემთხვევაში თანხა განუსაზღვრელი ვადით იყინება.
იურისტები მოთხოვნებისა და შემოწმებების გამკაცრებას საერთაშორისო მარეგულირებლებისა და კორესპონდენტი ბანკების მხრიდან გაზრდილ ზეწოლას მიაწერენ. ფინანსურ ინსტიტუტებს მეორადი სანქციების ეშინიათ და ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს წინასწარ ამცირებენ. გააგრძელეთ კითხვა