ავტორი:

უნალექო ამინდს წვიმა და თოვლი შეცვლის - უახლოესი დღეების პროგნოზი, რეგიონების მიხედვით

უნალექო ამინდს წვიმა და თოვლი შეცვლის - უახლოესი დღეების პროგნოზი, რეგიონების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბერს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება.