ავტორი:

სკანდალური ფოტოები ეპშტეინის კუნძულიდან - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მასალებში მცირეწლოვანი ბავშვები ფიგურირებენ: რას წერს მედია?

სკანდალური ფოტოები ეპშტეინის კუნძულიდან - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მასალებში მცირეწლოვანი ბავშვები ფიგურირებენ: რას წერს მედია?

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამერიკელი ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები და ფოტოები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ პედოფილი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად არის გადაღებული.

როგორც მედია წერს, ეს ამაზრზენი ფოტოები ჩარჩოში იყო ჩასმული და ეპშტეინის კუნძულზე მდებარე ვილაში ხის წიგნების თაროზე იყო გამოფენილი.

ფოტოებზე ჩანს, რომ გარდაცვლილი პედოფილი გოგონებს კოცნის და ეხუტება. ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია შიშველი ჩვილი აბაზანაში. უცნობია, ვინ არიან ეს ბავშვები ან არის თუ არა რომელიმე მათგანი ეპშტეინის მსხვერპლი.

ეს ფოტოები ეპშტეინის ათასობით რედაქტირებულ ჩანაწერს შორის იყო, რომლებიც იუსტიციის დეპარტამენტმა პარასკევს კონგრესის მიერ დადგენილი 30-დღიანი ვადის შესაბამისად გამოაქვეყნა.

იუსტიციის დეპარტამენტმა ფაილები მნიშვნელოვნად დაარედაქტირა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, იქ დამატებითი უხერხული სურათები იყოს დამალული. რედაქტირების გამო, საზოგადოებისთვის შეუძლებელია ქალების ან გოგონების ვინაობის ამოცნობა.

ჯეფრი ეპშტეინის წინააღმდეგ პირველი სარჩელი ჯერ კიდევ 1996 წელს შეიტანეს. ის არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობასა და მათ ტრეფიკინგში იყო ბრალდებული.

1998 წელს ეპშტეინმა 8 მილიონ დოლარად კუნძული, სახელად Little St. James შეიძინა, სადაც ხშირად იღებდა სტუმრებს. მათ შორის იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მეცნიერები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა გავლენიანი პირები.

2019 წლის ივლისში ფლორიდის ხელისუფლებამ ეპშტეინი არასრულწლოვანთა სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა. საბოლოოდ ეპშტეინი ამავე წელს, ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სუიციდი დასახელდა.

წყარო

იხილეთ ასევე: