ავტორი:

79 წლის შერი 39 წლის მეგობარ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა - გეგმავს თუ არა წყვილი დაქორწინებას: რას ამბობს ვარსკვლავის გარემოცვა

79 წლის შერი 39 წლის მეგობარ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა - გეგმავს თუ არა წყვილი დაქორწინებას: რას ამბობს ვარსკვლავის გარემოცვა

შერი და თავისი შეყვარებული ალექსანდრ „AE“ ედვარდსი შაბათს ნიუ-იორკში, „Saturday Night Live“- ის წვეულებაზე იმყოფებოდნენ. ლეგენდარული მომღერალი შავ შარვალსა და პიჯაკში იყო გამოწყობილი, ლუქს კი ქერა პარიკი შეუხამა.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ჭორები, თითქოს წყვილი დაქორწინებას გეგმავდა, თუმცა შერის წარმომადგენელმა ინფორმაცია უარყო:

„მას მომავალში ქორწილი აბსოლუტურად არ აქვს დაგეგმილი“, - განუცხადა მან Gossip List-ს.

  • შერი და ედვარდსი ერთმანეთს 2022 წლის სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულზე შეხვდნენ. მოგვიანებით წყვილი მცირე დროით დაშორდა, თუმცა მალევე პაპარაცებმა ისევ ერთად დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა ისიც კი აღიარა, რომ თავდაპირველად მასზე ასაკით უმცროს მამაკაცთან ურთიერთობის წინააღმდეგი იყო:

"ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვეუბნებოდი,რომ არ გაებათ რომანი უმცროს მამაკაცთან. ამისთვის ზედმეტად ასაკში ვართ. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელშიც ერთმანეთს საერთოდ ვერ ვუგებთ: ხანდახან ჩემი თაობის მომღერლებს ვიხსენებ, მას კი წარმოდგენაც არ აქვს ვისზე ვსაუბრობ", - ამბობს შერი.

მიუხედავად მსგავსი უმნიშვნელო უთანხმოებისა, მომღერალი მაინც აღნიშნავს, რომ ყველა ქალმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოს ასაკით უმცროს მამაკაცთან ურთიერთობა.

წყარო