რუსეთი მზად არის, სამართლებრივად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
"ახლახან გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ არის დასმული საკითხი, რომ ნატო-ს უსაზღვროდ გაფართოება მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკულ მხარესთან სერიოზული კითხვები კვლავ არ გვაქვს, მათ შორის უკრაინის კონტექსტში. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.