დიდი ბრიტანეთში, კერძოდ უიტჩერში უცნაური ინციდენტი მოხდა.
წყლის არხის ფსკერზე მოულოდნელად დაახლოებით 50 მეტრი დიამეტრის ზომის, შთამბეჭდავი ორმო გაჩნდა და წყალი შთანთქა. შედეგად, არხის მონაკვეთი წყლისგან თითქმის მთლიანად დაცალა და მასში მყოფი ნავები ფსკერზე აღმოჩნდნენ.



ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, 10 ადამიანი რომლებიც ამ დროს ნავებზე იმყოფებოდნენ, მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უვნებლად გამოიყვანეს .
ორმომ არხის ნაპირების ჩამოშლაც გამოიწვია, რასაც მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით წყლის გადმოიღვარა მოჰყვა.

სამაშველო სამსახურები ადგილზე მუშაობენ და სპეციალური ტექნიკა გარემოს აღდგენას ცდილობს. თუმცა, არასტაბილური ნიადაგისა და სწრაფად დინების გამო სამუშაოები გაძნელებულია.
ხელისუფლება ადამიანებს მოუწოდებს მაქსიმალურად აარიდონ თავი შემთხვევის ადგილს .