ავტორი:

გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი, კრის რეა - რას ამბობს მუსიკოსის ოჯახის წარმომადგენელი

გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი, კრის რეა - რას ამბობს მუსიკოსის ოჯახის წარმომადგენელი

მომღერალი კრის რეა, რომელიც ცნობილია ჰიტებით, მათ შორის Driving Home for Christmas-ით, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.

  • "ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი საყვარელი კრისის გარდაცვალების შესახებ.

ის დღეს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ოჯახის წევრების გარემოცვაში, მშვიდ გარემოში, საავადმყოფოში გარდაიცვალა", - ამბობს მუსიკოსის ოჯახის პრესსპიკერი.

მან კარიერის განმავლობაში 25 სოლო ალბომი ჩაწერა, რომელთაგან ორი ბრიტანეთის ჩარტების სათავეში მოექცა.

კრისი მიდლსბროში 1951 წელს დაიბადა. მისი მამა იტალიელი, ხოლო დედა იტალიელი იყო.