გეგმის 20 პუნქტი არსებობს - შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზად არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა, ევროპა და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობენ.
"ჩვენსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების შესახებ ცალკე დოკუმენტი არსებობს. ვთვლით, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესმა უნდა განიხილოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე, უკრიანის პრეზიდენტის განცხადებით, დოკუმენტების ძირითადი ნაწილი მზად არის.
"არის რაღაცები, რისთვისაც ჩვენ მზად არ ვართ. დარწმუნებული ვარ, არის რაღაცები, რისთვისაც რუსები მზად არ არიან. ახლა ამერიკელები რუსეთის წარმომადგენლებს ესაუბრებიან და შემდეგ ცნობებს მათგან მივიღებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.