ჩინელი ტურისტი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში, სანაპიროზე ფოტოების გადაღებისას, გიგანტურმა ტალღამ კლდეებს შეანარცხა.

სამწუხაროდ, მოქცევა შეიძლება მოულოდნელად დაეჯახოს კლდეებს და ამით საფრთხეს შეუქმნას იმ ადამიანებს, რომლებიც ტალღების ზონასთან ზედმეტად ახლოს დგანან .


საბედნიეროდ ტურისტი ინციდენტს სერიოზული ტრავმების გარეშე გადაურჩა და როგორც მოგვიანებით თვითონ განაცხადა “მხოლოდ მცირე ნაკაწრები აქვს", თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან შეეშინდა.