აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
კითხვაზე, ესაუბრა თუ არა რუსეთის ან უკრაინის პრეზიდენტებს, ან გეგმავს თუ არა შეთანხმების მიღწევას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
"ყველაფერს გავაკეთებ, რაც უნდა გავაკეთო. მინდა, რომ ეს შეწყდეს“.