რუსული ძალები უკრაინას რაკეტებით და დრონებით უტევენ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია გამოცხადებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.
„ფრთოსანი რაკეტა სუმის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩერნიგოვის ოლქისკენ მიემართება. ფრთოსანი რაკეტა სუმის ოლქის ჩრდილოეთით ჩერკასის ოლქისკენ მიემართება,“ - აცხადებენ საჰაერო ძალებში
მათი ინფორმაციით, საჰაერო სივრცეში მტრის სამიზნეების დიდი რაოდენობა ფიქსირდება. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, არ უგულებელყონ განგაში და თავშესაფრებში დარჩნენ მანამ, სანამ ის არ დასრულდება.

ნანამდე რუსულმა ძალებმა უკრაინის ოდესის ოლქს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც საპორტო ინფრასტრუქტურა და გემი დაზიანდა.
„მტერმა კვლავ შეუტია ოდესას თავდასხმის დრონებით. თავდასხმის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო გემი დაზიანდა. შესაბამისი სამსახურები შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ“, - აცხადებს კიპერი.
მისი ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, 22 დეკემბრის ღამეს, ოდესაში დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა.