მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელსაც ახალგაზრდა პაციენტი და შვიდი სხვა ადამიანი გადაჰყავდა, აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ გალვესტონის მახლობლად ჩამოვარდა, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
მექსიკის საზღვაო ძალების ცნობით, ბორტზე მყოფი ოთხი ადამიანი საზღვაო ოფიცერი იყო, ოთხი კი - სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ბავშვი.
მგზავრებიდან ორი არაკომერციული ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო, რომელიც მძიმე დამწვრობის მქონე მექსიკელ ბავშვებს დახმარებას უწევს, გალვესტონის საავადმყოფოში ტრანსპორტირების ჩათვლით.
კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.