საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია თუ რომელ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.
“როცა დამიბარეს, მოვედი, არ ვიცი არაფერი, ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ვერაფერს გეტყვით, მართლა არ ვიცი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
კითხვაზე, პირველად აძლევს თუ არა ის ჩვენებას, მან დადებითი პასუხი გასცა. „არ ვიცი რა საქმეა, ჩვენება არ მიმიცია... პირველად ვარ, ხომ გაიგებდით, როგორც დღეს გაიგეთ, ისე გაიგებდით“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის წაყენებას, ლილუაშვილმა ასე უპასუხა:
„ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს გამოვრიცხავ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს