ავტორი:

შეტაკებები ალეპოში და დაღუპულები - რა ვითარებაა ამ დროისთვის სირიაში?

შეტაკებები ალეპოში და დაღუპულები - რა ვითარებაა ამ დროისთვის სირიაში?

ალეპოში შეტაკებების შემდეგ სირიის მთავრობა და "სირიის დემოკრატიული ძალები“ ვითარების დეესკალაციის შესახებ შეთანხმდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არმიის გენერლებმა, ქურთების მეთაურობით მოქმედ "სირიის დემოკრატიულ ძალებზე“ (SDF) იერიშების შეწყვეტის ბრძანება გასცეს.

ამასთან, "სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმებს აღარ უპასუხებენ.

ცნობისთვის, ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებსა და "სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შორის შეტაკებები იყო, რის შედეგად, სულ მცირე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

სირიის სამთავრობო ძალები და ქურთების მეთაურობით მოქმედი "სირიის დემოკრატიული ძალები“ (SDF) შეტაკებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეები SDF-ის მიერ ალეპოს საცხოვრებელი უბნების საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ.

როგორც Reuters-ი წერს, შეტაკებები სირიაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის ვიზიტიდან რამდენიმე საათში დაიწყო. ფიდანის თქმით, SDF-ს არ აქვს იმის განზრახვა, რომ სირიის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციის ვალდებულება შეასრულოს.