“საქართველომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ შეიცვლება და ურთიერთობების კონსტრუქციულ საფუძველზე აგებისკენ გადავიდეს“, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„რაც შეეხება თბილისის მოწოდებებს რუსეთის მიმართ, გავიდეს სამხრეთ ოსეთიდან და გააუქმოს აღიარება, არაერთხელ ვნახეთ, როგორ უსვამს ხაზს რუსეთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებებს უმაღლეს დონეზე. რუსეთი, როგორც ბირთვული ძალა და მთავარი გლობალური ძალა, არ შეცვლის ამ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს და აღიაროს ეს რეალობა“, - განაცხადა ჯიოევმა.
სამხრეთ ჯიოევი აცხადებს, “საქართველო ჯერ არ არის მზად მიიღოს ეს ახალი რეალობები და დაამყაროს კონსტრუქციული ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან“.
„საქართველო ჯერ მზად არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, ეს მოხდება“, - აღნიშნა მან.
იხილეთ ასევე: