წუხელ ტრაგედია დატრიალდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, სადაც ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 3 შვილის დედა დაიღუპა - გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალიA. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სახლში სააბაზანოში ყოფნისას ნახშირორჟანგის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. ბავშვები უბედური შემთხვევისას სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ არაფერია დაშავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.