ავტორი:

"ის ფაქტობრივად გეუბნება, რომ ასაკის შესაბამის ქალებთან დაიწყო ურთიერთობა" - ჯენიფერ ლოურენსის უხერხული მინიშნება ლეონარდო დიკაპრიოს

"ის ფაქტობრივად გეუბნება, რომ ასაკის შესაბამის ქალებთან დაიწყო ურთიერთობა" - ჯენიფერ ლოურენსის უხერხული მინიშნება ლეონარდო დიკაპრიოს

ჰოლივუდის ვარსკვლავები - ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი, გამოცემა Variety-ის და ტელეკომპანია CNN-ის ერთობლივ პოპულარულ გადაცემას - "მსახიობები მსახიობებზე“ ესტუმრნენ. გადაცემის ფორმატი ასეთია - მსახიობები ერთმანეთის პირისპირ სხედან და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ.

  • გადაცემის მიმდინარეობისას ჯენიფერ ლოურენსმა დიკაპრიოს რეპუტაციას გაუსვა ხაზი - როგორც იცით, ლეონარდო სასიყვარულო ურთიერთობებს მასზე ასაკით ბევრად უმცროს გოგონებთან აბამს. მისი ბოლოდროინდელი შეყვარებულები 25-წლამდე გოგონები იყვნენ. ხოლო ვიტორია ჩერეტი, ვისთანაც ახლა აქვს ლეოს სასიყვარულო კავშირი, 27 წლისაა.

ჯენიფერ ლოურენსმა ამ თემაზე დიკაპრიოს სარკასტულად მიანიშნა და თქვა, რომ ძალიან გაუხარდებოდა, ლეოს შვილი, თინეიჯერი გოგონა ჰყოლოდა.

"ძალიან საინტერესო იქნება შენი ნახვა მამის ამპლუაში. ძალიან მწყდება გული, რომ თინეიჯერი ქალიშვილი არ გყავს. ვნახავდი, როგორ გამოიყურები მასთან ერთად", - თქვა ლოურენსმა და ჩაიცინა.

  • უხერხული მომენტის კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. ბევრმა განაცხადა, რომ დიკაპრიომ ვერ შეამჩნია ლოურენსის ხუმრობა. ზოგის აზრით მსახიობს ეს ფაქტი არ მოეწონა, თუმცა სიმშვიდე შეინარჩუნა.

"ვფიქრობ, ორივემ კარგად იცოდა, რომ ეს ხუმრობა იყო“, - აღნიშნა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

"ის ფაქტობრივად გეუბნება, რომ ასაკის შესაბამის ქალებთან ურთიერთობა დაიწყო, რადგან სინამდვილეში შესანიშნავი მამა იქნებოდი!"- თქვა სხვა გულშემატკივარმა.

ლოურენსი და დიკაპრიო ერთად თამაშობენ Netflix-ის 2021 წლის ფილმში "Don't Look Up“.

წყარო