ავტორი:

“აქ ბევრი ლამაზი და ომის შედეგად დაქვრივებული ქალია“- ინდოელი მამაკაცი ძმას რუსეთში ეპატიჟება

“აქ ბევრი ლამაზი და ომის შედეგად დაქვრივებული ქალია“- ინდოელი მამაკაცი ძმას რუსეთში ეპატიჟება

სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელიც მოსკოვის ქუჩებშია გადაღებული. კადრებში ჩანს ინდოეთის მოქალაქე, რომელიც რუს შეყვარებულთან ერთად სეირნობს და ინდოეთში მყოფ ძმას რუსეთში გადასახლებისკენ მოუწოდებს.

რას ამბობს ვიდეოს ავტორი? - ვიდეოში მამაკაცი ღიად ლაპარაკობს იმ "შესაძლებლობებზე“, რაც რუსეთში შექმნილი დემოგრაფიული ვითარების გამო გაჩნდა:

მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი ლამაზი ქალია, რომლებიც დაქვრივდნენ, რადგან მათი ქმრები ომში დაიღუპნენ. ის ძმას ურჩევს, გამოიყენოს ეს მომენტი და სასწრაფოდ ჩავიდეს რუსეთში.

ვიდეოს გავრცელებას ინტერნეტში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პუბლიკაციის ავტორები ირონიულად აღნიშნავენ, რომ ეს "პუტინის გეგმის“ ნაწილია - უკრაინასთან ომში დაღუპული ადგილობრივი მამაკაცების (ე.წ. "ვანიუშკების“) ადგილს მიგრანტები იკავებენ.

"ომი უკანასკნელ რუსამდე!“ - ასე ეხმაურებიან ინტერნეტმომხმარებლები კადრებს,რომელშიც ჩანს, თუ როგორ იცვლება რუსეთის ქალაქების დემოგრაფიული სურათი.

ეს შემთხვევა არ არის ერთადერთი. ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად ქვეყნდება კადრები, რომლებშიც მოსკოვის ქარხნებთან თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ადგილობრივი კაცების ნაცვლად მხოლოდ ჩინელი, ვიეტნამელი და ცენტრალური აზიიდან ჩასული მიგრანტები ჩანან.

jitendar_traveler ჰქვია მამაკაცს ინსტაგრამ არხზე, სადაც მას 170 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ვიდეოებში ამბობს, რომ ის აღფრთოვანებულია რუსეთით და გოგონა, რომელსაც შეყვარებულს უწოდებს, უკვე რამდენიმე თვეა მის გვერდით არის.