ავტორი:

"ეს სასწაულია" - პოლიციელი, რომელიც ავსტრალიაში მასშტაბური თავდასხმისას თავის არეში დაიჭრა, კლინიკიდან გაწერეს

"ეს სასწაულია" - პოლიციელი, რომელიც ავსტრალიაში მასშტაბური თავდასხმისას თავის არეში დაიჭრა, კლინიკიდან გაწერეს

ავსტრალიაში, ბონდი-ბიჩზე თავდასხმის დროს თავის არეში დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოდან გაწერეს.

22 წლის ახალგაზრდას ერთ თვალში მხედველობა აქვს დაკარგული. ჯეკ ჰიბერტი ჰანუკას დღესასწაულზე პატრულირებდა, როდესაც ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად, 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და 15 დაიღუპა.

  • "ჩვენი ჯეკის სახლში ყოფნა, განსაკუთრებით შობის დღესასწაულზე, ნამდვილად სასწაულს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლშია, კვლავ გამოჯანმრთელების პროცესშია. ამ დროის განმავლობაში დასჭირდება სივრცე, მხარდაჭერა და პოზიტიური აზროვნება", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

ბოლო ცნობების მიხედვით, ის სროლის დროს დაშავებული ორი პოლიციელიდან ერთ-ერთი იყო, ხოლო მეორე ოფიცერი, 25 წლის კონსტებლი სკოტ დაისონი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

  • პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელები არიან: 50 წლის საჯიდ აკრამი და მისი 24 წლის შვილი, ნავიდი. პოლიციამ 50 წლის თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა, მისი 24 წლის ვაჟი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.

სროლა ხანუქას დღესასწაულზე მოხდა, რომელსაც ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ავსტრალიის ხელისუფლებამ თავდასხმას ებრაული თემის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი უწოდა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში მსგავსი მასშტაბური თავდასხმა არ მომხდარა.

წყარო