“ეს პროცესები აჩვენებს, რომ ირაკლი კობახიძემ გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილის კარზე და ძალაუფლება სრულიად აიღო - ამ პროცესებს კორუფციასთან ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ქრთამის აღების ფაქტზე, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
"შეთქმულების თეორიები, რომლებსაც ვისმენთ, აჩვენებს, რომ ირაკლი კობახიძემ გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილის კარზე და ძალაუფლება სრულიად აიღო. ლილუაშვილის სუს-ის უფროსი იყო და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი. ვფიქრობ, რომ ეს ამბავი თავად ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის მარტივი. მაგრამ, თუ რამდენად გაუვიდა ბოლომდე ირაკლი კობახიძის ძალაუფლების კონცენტრაცია, ამას მომავალ წელს ვნახავთ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ამ პროცესებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაძლოა, ამ ნაბიჯით კობახიძემ რაიმე რისკები გადააზღვია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.