ავტორი:

მკვლელობა ზუგდიდში - რა დეტალებია ცნობილი?

მკვლელობა ზუგდიდში - რა დეტალებია ცნობილი?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის დასახლებაში, მკვლელობა მოხდა.

  • არსებული ინფორმაციით, მოკლული შუახნის მამაკაცია. გარდაცვლილს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ერთი პირი დააკავა.