ბრიტანეთის სასამართლო ყოფილი ბრიტანელი კონსერვატორის, საქალაქო საბჭოს წევრის ფილიპ იანგის სკანდალურ საქმეს განიხილავს.
ბიზნეს-კონსულტანტი სამი შვილის მამაა. მას პროკურატურა სექსუალური დანაშაულის 56 ეპიზოდს ედავება და საქმე ეხება არც მეტი, არც ნაკლები ბრალდებულის ცოლს.
ფილიპ იანგს ბრალი ედება ყოფილი ცოლის ნარკოტიკებით მოწამვლაში, შემდეგ ის და კიდევ ხუთი მამაკაცი ქალს აუპატიურებდნენ. როგორც მედია წერს, ეს ყველაფერი 13 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
48 წლის მსხვერპლმა შეგნებულად განაცხადა უარი ანონიმურობის იურიდიულ უფლებაზე და სწორედ ამის შემდეგ გახდა მისი სახელი ცნობილი საზოგადოებისთვის.

11 ეპიზოდში იანგს ბრალი ედება იმ ნივთიერების გამოყენებაში, რომლითაც ცოლს აბრუებდა, მასთან "სექსუალური აქტივობის დასაშვებად".
პროკურატურის განცხადებით დანაშაულები 2010-დან 2023 წლამდე ხორციელდებოდა. იანგს ასევე ედება ბრალი ბავშვთა უხამსი გამოსახულებების ფლობაში - მათ შორის 139 ყველაზე მძიმე - A კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო 82 “ექსტრემალური“ გამოსახულების კატეგორიას წარმოადგენს.
სასამართლოს წინაშე წარდგება დანარჩენი ხუთი ბრალდებულიც.
იანგი ადრე სვინდონის პრესტიჟულ უბანში აშ ბრეიკიში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ენფილდში, ჩრდილოეთ ლონდონში, გადავიდა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო კონსერვატორი მრჩეველი ქალაქ ვილტშირიში და კულტურის, რეგენერაციისა და ეკონომიკური განვითარების კაბინეტის წევრის პოზიციასაც იკავებდა. თუმცა 2010 წელს განაცხადა, რომ ოჯახთან მეტი დროის გასატარებლად თანამდებობას ტოვებდა.

ფილიპი რამდენიმე საკონსულტაციო ბიზნესში იყო ჩართული, მათ შორის დირექტორის პოზიციაც ეკავა და საკუთარ თავს ონლაინ "გამოცდილ ბიზნეს-ლიდერად“ აღწერდა.
სასამართლომ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა, შემდეგი სხდომა 23 იანვარს არის ჩანიშნული.