ჩოგბურთის ყოფილმა სუპერვარსკვლავმა ანა კურნიკოვამ გასულ კვირას მეოთხე შვილი გააჩინა, მისი მეუღლე მომღერალი ენრიკე იგლესიასია, წყვილი ერთად უკვე თითქმის 25 წელია რაც ცხოვრობს.


მიუხედავად იმისა, რომ ანა ერთ დროს მსოფლიოში ფოტოგრაფების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სამიზნე იყო, მას შემდეგ, რაც 21 წლის ასაკში კარიერა დაასრულა, 44 წლის ყოფილი ჩოგბურთელი, ამჟამად დიდწილად განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა.
ყოფილი სპორტსმენი და მოდელი საჯაროდ იშვიათად ჩნდება, ის მაიამიში ესპანელ მომღერალთან და სიმღერების ავტორ ენრიკესთან და მათ სამ შვილთან — შვიდი წლის ტყუპებთან, ლუისისთან და ნიკოლასთან, ასევე ხუთი წლის ქალიშვილ მერისთან ერთად ცხოვრობს, ოჯახს არასასურველი მზერისგან 16 ფუტის სიმაღლის კედელი იცავს, რომელიც მათ სასახლეს აკრავს გარს.


წყვილი, რომელიც ერთმანეთს 2001 წელს იგლესიასის ჰიტის, Escape-ის მუსიკალური ვიდეოს გადაღებაზე შეხვდა, ბოლო წლებში ძალიან თავშეკავებულად იქცევა.
თუმცა ორშაბათს ანამ ინსტაგრამზე იშვიათი პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მას და ენრიკეს მეოთხე შვილი შეეძინათ.
სოციალურ ქსელში ანამ ახალშობილის ფოტო გააზიარა, რომელიც აკვანში სძინავს, გვერდით კი რბილი სათამაშო უდევს — ფოტოს წარწერად “ჩემი მზე“ დაურთო და თარიღი მიაწერა 12.17.2025“

ანა და ენრიკე , რომლებიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია ერთად არიან, იმითაც არის ცნობილნი, რომ ცდილობენ პირადი ცხოვრების დეტალები მკაცრად დაიცვან.
მიუხედავად იმისა, რომ 50 წლის ენრიკე ტურნეებზე გამოდის და გულშემატკივრებს ხვდება, ჩოგბურთის ფანებს ანას ნახვის საშუალება იშვიათად ეძლევათ.
“ყოველ ქვეყანაში, სადაც კი ჩავდივარ, ყოველ ჯერზე ახალია შეყვარებული მყავს და ყველას ვკოცნი, დიდი ხანია ჭორაობის საგანიც აღარ არის, ყველას მობეზრდა“ განაცხადა ერთხელ ჩოგბურთელმა.
თუმცა ფოტოები, რომლებშიც ანა ეტლით გადაადგილდება, ყოფილ ჩოგბურთელს ბევრად უკეთ წარმოაჩენს, ვიდრე ის უამრავი ფოტოსესია, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა.

სურათები კურნიკოვას იმ წარსულის ტრავმებს გვახსენებს, რომლებმაც წარმატებული ჩოგბურთელი — 1997 წელს უიმბლდონის ნახევარფინალისტი და მსოფლიოს მე-8 ნომერი — აიძულა 21 წლის ასაკში კარიერა დაესრულებინა.
როგორც ჩანს, პირადი ცხოვრების დაცვის ძლიერი სურვილი, მხოლოდ იმ პერიოდზე რეაქციის შედეგი არ არის, რა დროსაც ანა მთელი მსოფლიოს თვალწინ ცხოვრობდა.
2005 წელს, კარიერის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, კურნიკოვა თაყვანისმცემლის, უილიამ ლეპესკას სამიზნე გახდა, უილიამმა ამოიჩემა, რომ თუ ბისკეინის ყურეს შიშვლად გადაცურავდა, ანა მას დახრჩობისგან გადაარჩენდა.
საბოლოოდ ლეპესკას სახლი შეეშალა და სხვაგან გაცურა. ის დააკავეს და სამუდამო შემაკავებელი ორდერის საფუძველზე კურნიკოვას სახლთან 1000 ფუტზე უფრო ახლოს მისვლა აეკრძალა.
“აბსოლუტურად შოკირებული და შეშინებული ვიყავი, ძალიან ვნერვიულობდი ჩემს უსაფრთხოებაზე, ეს ძალიან შემზარავი იყო — იმის ცოდნა, რომ სადღაც არის ადამიანი, რომელიც მუდმივად თვალს გადევნებ" - განაცხადა კურნიკოვამ
ამ შემთხვევამ ანას ხელი შეუშალა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი გამხდარიყო, თუმცა კურნიკოვამ მაინც შეძლო ისეთი შედეგები დაედო ჩოგბურთში, რომელსაც ბევრი მოთამაშე ინატრებდა.

ოთხივე გრანდ სლემზე ქალთა და შერეულ წყვილებში კურნიკოვა მინიმუმ მეოთხედფინალშია გასული, მან ფინალები ითამაშა საფრანგეთის ღია პირველობაზე, უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობაზე და 1999 წელს წყვილთა რეიტინგში მსოფლიოს ნომერი პირველი გახდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი გავლენა რუსი ჩოგბურთელების მომავალ თაობაზე. ანას კარიერის დასრულებიდან ერთ წელიწადში მარია შარაპოვამ, სვეტლანა კუზნეცოვამ და ანასტასია მისკინამ გრანდ სლემის ტიტულები მოიგეს და მას შემდეგ სპორტის ელიტაში რუსი მოთამაშეები მუდმივად არიან წარმოდგენილნი.
“სწორედ ანა კურნიკოვამ დაასვა რუსულ ჩოგბურთს მსოფლიო რუკას" - განაცხადე ერთხელ საფრანგეთისა და აშშ-ის ღია პირველობების ჩემპიონმა და მსოფლიოს ყოფილმა ორმა ნომერმა სვეტლანა კუზნეცოვამ.