ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მომღერალი ავრცელებს.
"გამიფრინდა ჩემი ბედნიერება, მიყვარხარ დედა" - წერს ანრი ჯოხაძე.
ანრი ხშირად აღნიშნავდა, მისი კარიერის შექმნასა და წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ დედას მიუძღვის. ანრის დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.