ავტორი:

რა ცვლილებებს გვიმზადებს სამყარო - 2026 წლის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ნინა ხომერიკისგან

რა ცვლილებებს გვიმზადებს სამყარო - 2026 წლის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ნინა ხომერიკისგან

2026 წელი ასტროლოგიური თვალსაზრისით გარდამტეხი და მასშტაბური მოვლენების პერიოდია. პლანეტების გადაადგილება, კარმული გაკვეთილები და ახალი ციკლების დასაწყისი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისგან განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზადყოფნას მოითხოვს. რა პერსპექტივები იშლება კარიერაში, ვის ელოდება საბედისწერო შეხვედრები პირად ცხოვრებაში და რომელი ნიშნები გახდებიან წლის ფავორიტები?

Ambebi.ge-ს მკითხველისთვის ასტროლოგმა ნინა ხომერიკმა ვრცელი პროგნოზი მოამზადა. გაიგეთ, რას გიკარნახებენ ვარსკვლავები და როგორ მართოთ თქვენი ენერგია წარმატების მისაღწევად.

  • ვერძი

დიდი ცვლილებები და წარმატებები ელის იმ ვერძებს კარიერაში, ვინც ალღოს აუღებს და მიიღებს ახალ წესებსა და კანონებს, რომლის წინაშეც მომავალი 2,5 წელი სატურნი დააყენებს. ის არის მასწავლებელი პლანეტა, კარმის, დისციპლინის, შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობების სიმბოლო, რომელიც მართავს დროს და ასაკს. მისი ტრანზიტი მოითხოვს თქვენგან შრომისმოყვარეობას, მოთმინებას, პატიოსნებას და გონიერებას, არ უყვარს სისწრაფე და მიესალმება ისეთ გეგმებს, რომლებსაც გრძელვადიან პერსპექტივაში მოაქვს შედეგები. მისი ტრანზიტი ყოველთვის უკავშირდება სიახლეებს, ახალ სტარტაპებს, ძველის განულებას და ცხოვრების თავიდან დაწყებას. სიტუაციების, გარემოებების, გარემოცვის ცვლილებას, მოაქვს ახალი გეგმები, პრიორიტეტები და მისი ტრანზიტის დროს, ხდება ადამიანებში მსოფლმხედველობის შეცვლა. ნეპტუნი და სატურნი დიდი ხნით იმკვიდრებს თავს თქვენს ზოდიაქოში და რა თქმა უნდა ორივე მათგანი მოგცემთ იმ ენერგიას, რომელიც დაგეხმარებათ განახორციელოთ ოცნებები. ამიტომ, თამამად აიღეთ პასუხისმგებლობები, გადადგით ამბიციური ნაბიჯები და დაიწყეთ ახალი პროექტები.

ფინანსებს მოიტანს ისეთი საქმეები, სადაც გამოიჩენთ ინიციატივას. აუცილებელია კონცენტრირება ერთ კონკრეტულ გეგმაზე, ნუ შექმნით ქაოსს თქვენს გარშემო და ზაფხული მოგცემთ შანსს ჩადოთ ინვესტიცია უძრავ ქონებაში.

პირად ურთიერთობებში მარტოხელა ვერძები შეძლებენ იპოვონ თავიანთი მეორე ნახევარი, ხოლო ისინი, ვინც უკვე არიან ქორწინებაში, შეძლებენ დასახონ საერთო გეგმები, თუმცა, იყავით ყურადღებით, რომ ურთიერთობაში უეცრად სამნი არ აღმოჩნდეთ.

იმისათვის, რომ არ შეგაწუხოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, ეცადეთ დაიცვათ ის მოთხოვნები, რომელსაც სატურნი გიყენებთ, წესად აქციეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა, საათობრივი კვება და რა თქმა უნდა დასვენება, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მართოთ თქვენი ცეცხლოვანი ემოციები და ეცადეთ თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.

  • კურო

2026 წლის აპრილში, რევოლუციებისა და მოულოდნელი მოვლენების მომტანი პლანეტა ურანი, ასრულებს თავის ხანგრძლივ მოგზაურობას თქვენს ზოდიაქოს ნიშანში, რაც გამოგიყვანთ რუტინიდან და განვითარების ახალ სტიმულს მოგცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დგება მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი, მოგიწევთ გადახედოთ თქვენს ჩვევებს, განსაკუთრებით ფინანსების, სამსახურის, ჯანმრთელობისა და თვითშეფასების სფეროებში, მისი გასვლა გულისხმობს გათავისუფლებას და ახალი, უფრო თავისუფალი გზების დასაწყისს, რადგან ეს მოვლენა ძველი ციკლის დასასრულს მოიტანს. თამამად გათავისუფლდით წარსულისგან და გადადგით ნაბიჯები მომავლისკენ, სადაც მეტი თავისუფლება და თქვენი ნამდვილი პოტენციალის რეალიზება გელოდებათ. დაასრულეთ ძველი პროექტები, რადგან ურანი, კომუნიკაციების ნაწილში მოულოდნელ წინადადებას მოგიტანთ, რისთვისაც მზად უნდა იყოთ.

ასევე მოსალოდნელია ცვლილებები შემოსავლების კუთხით, სტაბილურობა შესაძლებელია ჩანაცვლდეს უეცარი შემოსავლებით, თუმცა, აკონტროლეთ ხარჯებიც. აუცილებელია გქონდეთ გათვლილი და მოქნილი ბიუჯეტი, თავი აარიდეთ სპონტანურ და გაუაზრებელ შენაძენებს.

პირადი ურთიერთობების სფეროშიც მოხდება სიღრმისეული ტრანსფორმაცია, ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციები და ნუ გამოავლენთ ეგოიზმს, მესაკუთრეობასა და პარტნიორის კონტროლის სურვილს, იყავით მეტად თავისუფალი ამ ურთიერთობებში. შემოდგომა კარგი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად, ან მოგეცემათ შესაძლებლობა დაიბრუნოთ ძველი ურთიერთობები ვენერას რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში.

ჯანმრთელობის კუთხით, საჭიროა გააკეთოთ ფსიქოლოგიური გადატვირთვა, გესაჭიროებათ სწორი რეჟიმი, სრულფასოვანი ძილი, კარგი იქნება მიმართოთ სხვადასხვა პრაქტიკებს შინაგანი წონასწორობის და ჰარმონიის სტაბილიზებისთვის.

  • ტყუპები

2026 წლის აპრილიდან, იწყება 7- წლიანი ურანის ტრანზიტი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, რომელსაც მოაქვს რევოლუციური ცვლილებები აზროვნებაში, კომუნიკაციასა და ინფორმაციაში, განათლებაში, გონებრივ ევოლუცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. თქვენთვის, ამ ტრანზიტს მოაქვს ცხოვრების სტილის, თვითრეალიზაციის, იმიჯის, საქმიანი მიმართულების, ამბიციების მკვეთრი ცვლილებები და გაძლევთ მოულოდნელ შანსებს განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, 2026 წელი, კარიერაში იქნება დიდი წინსვლების მომცემი, განსაკუთრებით კომუნიკაციებისა და ახალი ურთიერთობების კუთხით. ამ პლანეტის ტრანზიტი დაგეხმარებათ შეაღოთ მომავლის ახალი კარი. სათანადოდ დაფასდება თქვენი იდეები და თუ გაქვთ პროფესიის შეცვლის სურვილი, შეგიძლიათ თამამად გადადგათ ეს ნაბიჯიც.

გაიზრდება თქვენი შემოსავლები ახალი კომუნიკაციების, კონტაქტების, ახალი ხელშეკრულებებისა და ინტერნეტ-პროექტების დახმარებით. ზაფხული მოგცემთ შესაძლებლობას გააკეთოთ მსხვილი შენაძენები სახლისთვის. აუცილებლად, მსგავსი სახის აქტივობებისთვის, გაითვალისწინეთ თქვენი მმართველი პლანეტის, მერკურის რეტროგრადული პერიოდები და არ დაამთხვიოთ ამ თარიღებს.

პირადი ურთიერთობები გპირდებათ არაპროგნოზირებად და საინტერესო სიტუაციების განვითარებას. წინ გელოდებათ ბევრი ახალი ნაცნობობა. თქვენთვის მნიშვნელოვანია შეარჩიოთ პირადი პარტნიორი არა ემოციური კუთხით, არამედ ისეთი, ვისთანაც შეძლებთ მეგობრობას და ყველა თემაზე გახსნილად კომუნიკაციას.

ჯანმრთელობის კუთხით საჭიროა იყოთ მუდამ ტონუსში, გაუფრთხილდით ნერვიულ სისტემას და ეცადეთ არ გადაიტვირთოთ.

  • კირჩხიბი

2026 წლის პირველ ნახევარში, იუპიტერის ტრანზიტი თქვენს პირად ზოდიაქოში გაგაკეთებინებთ აქცენტს სახლზე, ოჯახზე და მოგიტანთ კარიერულ ზრდას ან ბიზნეს განვითარებას. მისი დახმარებით იგრძნობთ თქვენს მიმართ კეთილგანწყობას, გაიზრდება თქვენი უფლება-მოვალეობები, შეძლებთ მეტად გაბედულად და თამამად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და განვითარდეთ.

საუკეთესო პერიოდია შემოსავლების კუთხით, საგრძნობლად გაიზრდება თქვენი ფინანსური შესაძლებლობები, ბონუსების, პრემიების, ხელფასის მატების ან საკუთარი საქმიანობის ხარჯზე. კარგი იქნება გააკეთოთ ინვესტირება განათლებაში ან უძრავ ქონებაში, რომელიც 2026 წლის მე -2-ე ნახევრიდან მოგიტანთ ფინანსებს.

წლის პირველ ნახევარში, აქცენტები კეთდება სახლზე, ოჯახზე, ემოციური კეთილდღეობაზე. ეს ტრანზიტი შეგიქმნით ხელსაყრელ პირობებს გააძლიეროთ ოჯახური კავშირები. შეძლებთ კონცენტრირებას საყვარელ ადამიანზე, შვილებზე, იდეალური პერიოდია დასაოჯახებლად. მარტოხელა კირჩხიბები, გარემოცვის დახმარებით შეძლებენ იპოვონ თავიანთი მეორე ნახევარი, ხოლო ისინი, ვინც უკვე არიან ურთიერთობაში დაოჯახდებიან.

ჯანმრთელობის კუთხით, არ გელოდებათ პრობლემები, პირიქით, 2026 წელი მოგიტანთ ემოციურ აღმავლობას. რეკომენდებულია აკონტროლოთ წონა, იკვებოთ საათობრივად და მიაქციოთ ყურადღება კუჭ-ნაწლავს, ის რაც თქვენი სუსტი წერტილია.

  • ლომი

ლომი შეიძლება 2026 წლის ფავორიტ ნიშნად ჩაითვალოს, რადგან წლის მეორე ნახევრიდან ბედნიერების, სიუხვისა და წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი იწყებს 12 თვიან ტრანზიტს თქვენს ზოდიაქოს ნიშანში. მისი დახმარებით მოიზიდავთ იღბალს, გამართლებას, შეძლებთ საკუთარი თავის ახალი კუთხით წარმოჩენას და რეალიზაციას, გაგიზრდით თავდაჯერებულობას, მოგიტანთ საზოგადოებრივ აღიარებას, ჩაერთვებით ახალ პროექტებში და მიმართულებებში, მოამზადეთ ნიადაგი გაზაფხულზე და იბრწყინეთ ზაფხულიდან.

ეს ტრანზიტი, აგრეთვე ძალიან დაგეხმარებათ ფინანსური პრობლემების მოგვარებაშიც, რომელიც სასურველია უკეთესი იყოს ვიდრე დღეს გაქვთ. ძირითადი შემოსავლები მოვა თქვენი კერძო საქმიანობიდან, შემოქმედებითი პროექტებიდან, ეცადეთ არ იყოთ ძალიან მხარჯველი და აკონტროლოთ გასავალი.

პირად ურთიერთობებში იწყება ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც სავსე იქნება სიყვარულით, ნათელი ემოციებით. იუპიტერის ტრანზიტი იდეალური პერიოდია ოჯახის შესაქმნელად, მნიშვნელოვანი ადამიანის საპოვნელად და შვილების გასაჩენად.

ჯანმრთელობის კუთხით, იუპიტერი დაგეხმარებათ დაამარცხოთ მიმდინარე პრობლემები, ის თქვენს ორგანიზმს შესძენს ახალ ძალებს, ბრძოლისუნარიანობას, გაგიმყარებთ იმუნურ სისტემას და იგრძნობთ ახალი ენერგიების მოზღვავებას.

  • ქალწული

ბოლო 2,5 წელი საკმაოდ რთული და კარმული გამოცდებით სავსე გამოდგა ქალწულებისთვის. ძალიან ბევრი რთული ტრანზიტის გავლა მოუწია ამ ზოდიაქოს ნიშანს, რომელმაც 2023 წლის 7 მარტიდან აიღო ათვლა და დაიწყო ქალწულის მზის და თევზებში სატურნის ოპოზიციით, განსაკუთრებით რთული იყო ეს ტრანზიტი იმ ქალწულებისთვის, ვისაც მძიმე პლანეტებით ასპექტირებული ჰქონდა პირადი ან თევზების ზოდიაქოს ნიშანი, რასაც იმავე წლის ოქტომბრის თვეში დაერთო შავი მთვარის, ანუ ლილიტის 9-თვიანი დაბრუნება ქალწულში, ხოლო 2024 წლის სექტემბერში, კი დაიწყო დაბნელებების 28 თვიანი ციკლი ამ ნიშნებში და ბოლოს, 2025 წლის თებერვალში, კარმული კვანძები გადავიდნენ თევზები-ქალწულის ღერძზე, ეს პერიოდი, ქალწულებისთვის შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ცხოვრებაში დიდი კრიზისების, კარმული გაკვეთილების მიღების და გლობალურად ყველაზე რთულ პერიოდად, რომელმაც შეარყია ის ნიადაგი, სადაც ეს ზოდიაქო იდგა, რომელმაც შეცვალა მისი პრიორიტეტები, ურთიერთობები და ფასეულობები.

2026 წლის თებერვლიდან, ეტაპობრივად დაიწყება გამოსვლა იმ არსებული სირთულეებიდან, რასაც ამ ხნის განმავლობაში გადიოდა ეს ზოდიაქო, პირველი და მნიშვნელოვანი ტრანზიტის დასრულება, რაც უკავშირდება სატურნის გადასვლას ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც მოხდება 2026 წლის 13 თებერვალს, რაც ქალწულისთვის იქნება შვების მომტანი და ურთიერთობებში უზრუნველყოფს სიცხადესა და სტაბილურობას, გააუმჯობესებს ურთიერთგაგებას, მოხსნის ემოციურ დაძაბულობას და მოუტანს დიდი ხნის ნანატრ ჯილდოს შესრულებული სამუშაოსთვის, ეს ეტაპი, ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას, რაშიც იდეალურად დაეხმარება თეთრი მთვარის, ანუ სელენას ტრანზიტი ამ ზოდიაქოს, მარტიდან მომავალი 7 თვის განმავლობაში.

2026 წლის აგვისტოში, კარმული კვანძები შეიცვლიან ადგილს და თევზები-ქალწულის ნიშნიდან, გადავლენ მერწყული-ლომის ღერძზე, რაც ამ ნიშანს მოუტანს გათავისუფლებას რუტინისგან და მისცემს შესაძლებლობას დრო და ენერგია დაუთმოს თავისი ნიჭის და უნარების წარმოჩენას, მათთვის იწყება თვითგამოხატვის, კრეატიულობის, აღიარებისა და ლიდერული თვისებების გამოვლინების პერიოდი, დროა გამოვიდნენ ჩრდილიდან, გაიბრწყინონ და მიიღონ დამსახურებული აღიარება. ხოლო, 2027 წლის 20 თებერვალს, მთლიანად დასრულდება დაბნელებების ციკლი მათ ღერძზე, რომელიც სრულად გაანულებს 2015-2017 წლებში დაწყებულ პროგრამებს და იქიდან მოხდება ახალი ათვლის წერტილების აღება. აქედან გამომდინარე, 2026 წელს გელოდებათ კარიერული წინსვლა, რომელიც უკავშირდება კვლევით, ფინანსურ, ლოჯისტიკის მიმართულებას და კოლექტიურ მუშაობას. შემოდგომა მოგიტანთ წინსვლასა და დაწინაურებას, რაშიც თქვენი ფარული ან დიდი ხნის კავშირები დაგეხმარებათ.

ფინანსების ზრდა მოხდება დივიდენდების ან პასიური შემოსავლების დახმარებით, ასევე შესაძლებელია მიიღოთ საკმაოდ სოლიდური მემკვიდრეობაც. ზაფხულში შეძლებთ გააკეთოთ წარმატებული კაპიტალდაბანდება უძრავ ქონებაში, თუმცა, სასურველია კარგად გათვალოთ თქვენი მატერიალური შესაძლებლობები და არ გაზარდოთ ვალდებულებები.

2026 წელს, თქვენი პირადი ურთიერთობები გადავა უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე, ის ქალწულები, ვისაც ჰქონდა პრობლემები პირადში, შეძლებენ წარსულს ჩააბარონ ძველი წყენები და უარყოფითი ემოციები. 2026 წელი თქვენი დაოჯახების წელია, ხოლო ისინი, ვინც ჯერ კიდევ აქტიურ ძიებაში იმყოფებიან, შეძლებენ იპოვონ თავიანთი მეორე ნახევარი სამსახურის ან უახლოესი გარემოცვის დახმარებით.

ჯანმრთელობის კუთხით, აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება თქვენს იმუნურ სისტემას, კუჭ-ნაწლავს, ამ ხნის განმავლობაში, დაგროვილი სტრესები, პირდაპირ აისახება თქვენს საერთო მდგომარეობაზე და განწყობაზე, ამიტომ, საჭიროა დაიცვათ სწორი ცხოვრების რეჟიმი და ხშირად განიტვირთოთ.

  • სასწორი

2026 წელი და არა მხოლოდ თქვენთვის დიდი გამოწვევების წელია, რადგან თებერვლიდან, მომავალი 26 თვის განმავლობაში, მოგიწევთ გაიაროთ მზისა და სატურნის ოპოზიცია, რაც ხდება 30 წელიწადში ერთხელ. აუცილებელია დაიცვათ ბალანსი, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და პატიოსნება ურთიერთობებში, ეს იქნება გამოწვევები პირად და საქმიან პარტნიორობაში, დაიცვათ პირადი საზღვრები, თავიდან აიცილოთ ვალები და სხვადასხვა სახის პროვოკაციები, შეარჩიოთ ისეთი პარტნიორი, რომელიც იქნება თქვენი საყრდენი, მხარდამჭერი და დაგეხმარებათ კარიერულ ზრდაში. თუ სწორად გამოიყენებთ სატურნის ენერგიას, 2026 წელი სოციალურ აღმასვლას და თქვენი ამბიციების განხორციელებას გპირდებათ. ეს წელი დაგეხმარებათ ახალი, საჭირო კომუნიკაციების დალაგებაში, ქსელურ მუშაობაში და ზოგადად, კარგად დაალაგებთ საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს. ურანის ტრანზიტი კი მოგაძებნინებთ ახალ გზებს წარმატების მისაღწევად.

თქვენი მატერიალური აღმასვლა დამოკიდებულია თქვენს პარტნიორებზე. ზაფხულში, იუპიტერს შეუძლია მოგცეთ მოულოდნელი ფინანსური ბონუსები და გაზარდოს თქვენი შემოსავლები ინვესტიციიდან.

2026 წელი, პირადი ურთიერთობების დასტაბილურობისა და რომანტიული ურთიერთობების დაწყების წელია. თუმცა, თქვენი მმართველი პლანეტის ვენერას რეტროგრადულ პერიოდში, სასურველია არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები და არ მიიღოთ გადაწყვეტილებები. ასეთ ვენერას, აგრეთვე შეუძლია დაგაბრუნოთ წარსულში და შეგახვედროთ ძველ პარტნიორს, მაგრამ უმჯობესი იქნება არ აჰყვეთ ემოციებს და საღად იაზროვნოთ გსურთ თუ არა უკან მიტრიალება. მარტოხელა სასწორებს ელოდებათ საბედისწერო შეხვედრა, რაც მათ ცხოვრებას შეცვლის, ხოლო ისინი, ვინც უკვე არიან აქტიურ ურთიერთობაში, შეძლებენ ახალ ეტაპზე გადასვლას, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ქორწინებას ან საერთო ბიზნესის დაწყებას.

ჯანმრთელობის კუთხით, სატურნი მოითხოვს თქვენგან სწორი ცხოვრების რეჟიმზე გადასვლას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ სუსტ წერტილებს, რაც თქვენს ნიშანს აქვს, კერძოდ: თირკმელებს, საშარდე ბუშტს და საკვერცხეებს.

  • მორიელი

კარიერულ ნაწილში, ამ ნიშანს შეიძლება თამამად ითქვას, რომ დიდი ტრანსფორმაციისა და ღრმა შინაგანი ცვლილებების მომტანი წელი აქვს, როდესაც ყველაფერი მოძველებული წარსულს ჩაბარდება და გაიხსნება ახალი ფინანსური და კარიერული შესაძლებლობების გზები. იზრდება თქვენი თავდაჯერებულობა და ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებებისა და კავშირების დამყარებაში. პლუტონის დახმარებით შეძლებთ გავლენა იქონიოთ მასებზე. ადვილად შესაძლებელია, ასრებული საქმიანობის კარდინალური ცვლილება ახალი მიმართულებით ან მკვეთრი აღმასვლა იქ სადაც ახლა ხართ.

სტაბილურ შემოსავალს გპირდებათ თქვენი ძირითადი სამსახური, გაიზრდება თქვენი გავლენები, ასევე წინ გელით ახალი პროექტები და ბონუსები. მნიშვნელოვანია ფინანსური სტრატეგიის შემუშავება, ენდეთ ინტუიციას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ დაგეგმვა, კარგი პერიოდია ძველი ვალების დასაფარად. ამიტომ ეცადეთ მთელი წლის განმავლობაში განახორციელოთ გრძელვადიანი ინვესტიციები, რაც სოლიდურ შემოსავლებს მოგიტანთ.

სასიყვარულო ურთიერთობებში, 2026 წელი, ბევრი ემოციებისა და გრძნობების აფეთქებას გპირდებათ, მაგრამ ამავდროულად მოსალოდნელია გარკვეული კრიზისებიც, რომელიც გამოიწვევს ცვლილებებს, შემოდგომა იდეალური პერიოდია რომანტიული ურთიერთობების დასაგეგმად.

ჯანმრთელობის კუთხით, მორიელი ერთ-ერთი ამტანუნარიანი ნიშანია. 2026 წელს გექნებათ ენერგიების მოზღვავება, ეცადეთ სწორად განსაზღვროთ თქვენი ძალები და არ გადაიტვირთოთ. საყურადღებოა რეპროდუქციული სისტემა და პერიოდულად გაიკეთოთ ორგანიზმის დეტოქსიკაცია.

  • მშვილდოსანი

2026 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, ანუ 2026 წლის სექტემბრის პირველ დეკადამდე, თქვენს პირად ზოდიაქოს ნიშანში იდგება შავი მთვარის, ანუ ლილიტის ტრანზიტი, რასაც მოაქვს ცრუ იდეალებთან, ფანატიზმთან, გადაჭარბებულ სნობიზმთან დაკავშირებული ცდუნებები და ჭეშმარიტების საძიებლად ლტოლვა შორეულ ქვეყნებში. ეს ტრანზიტი გაიძულებთ იმუშაოთ ისეთ ქვეცნობიერ შიშებთან, ილუზიებთან და რწმენასთან, რომელსაც მოაქვს შეცდომები განათლების, რელიგიის, ფილოსოფიის, იურისპრუდენციიას და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, თუმცა, თუ შეძელით და დაძლიეთ ცდუნებები, ის სულიერ ზრდას მოგიტანთ. ამისათვის საჭიროა: იყოთ მართალი საკუთარ თავთან, გამოიჩინოთ სიფრთხილე, თავიდან აირიდოთ ყველანაირი აგრესია და იმუშაოთ თქვენს სულიერ განვითარებაზე. ტრანზიტის სწორად დამუშავების შემთხვევაში, 2026 წელი გპირდებათ თქვენი პირადი ჰორიზონტების გაზრდას, შემოქმედებით, საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურისპრუდენციის განხრით. იუპიტერი, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, მოგიტანთ შესაძლებლობას მიაღწიოთ წარმატებას უძრავი ქონების ან მომსახურეობის სფეროში.

ფინანსური შემოსავლები, პირველ რიგში დამოკიდებულია ისეთ პროექტებზე, რომელიც უკავშირდება უცხოეთს, განათლებას, მოგზაურობას ან საგამომცემლო საქმიანობას, გარისკეთ ჭკუით!

ეს წელი, ასევე აქტუალურია პირადი ურთიერთობების კუთხით, შესაძლოა თქვენი მეორე ნახევარი გახდეს უცხოელი, ან გაიცნოთ ადამიანი სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს. იმ მშვილდოსნებმა, ვისაც უკვე აქვთ ურთიერთობებ,ი უმჯობესი იქნება დაგეგმოთ ერთობლივი მოგზაურობა, დასვენება და თავგადასავლები.

ჯანმრთელობის კუთხით, პირველი 9 თვის განმავლობაში, საყურადღებოა თქვენი იმუნური სისტემა, საერთო მდგომარეობა, განწყობა, ნერვიული სისტემა, მოსალოდნელია მკვეთრი ხასიათობრივი ცვლილებები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს, ხოლო მათ ვისაც აწუხებთ ალერგია, მოსალოდნელია მისი გამწვავება.

  • თხის რქა

თქვენი მმართველი პლანეტა, ვერძის ზოდიაქოში ააქტიურებს მე-4-ე სექტორთან დაკავშირებულ თემებს და ზრდის პასუხიმგებლობებს ისეთ საკითხებში, რაც დაკავშირებულია ლოკაციის შეცვლასთან, განახლებასთან, ფესვების გაძლიერებასთან და შინაგან სტაბილურობასთან, სადაც გელით სერიოზული შინაგანი მუშაობა ემოციებსა და ოჯახურ ვალდებულებებზე, რაც გააძლიერებს თქვენს პიროვნულ თვისებებს, გადაჭრათ საცხოვრებლთან, ოჯახსა და პიროვნული განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის კარმული გაკვეთილების პერიოდი, როდესაც საფუძველი ჩაეყრება მომავალს ოჯახურ სფეროში ტრანსფორმაციის გზით, რაც მოითხოვს დისციპლინას და სერიოზული პასუხისმგებლობების აღებას. კარიერული კუთხით, საჭიროა მოახდინოთ ფოკუსირება გრძელვადიან მიზნებზე და პერსპექტივებზე. ამ ტრანზიტის პერიოდში, მოგიწევთ ისწავლოთ თქვენი პოზიციების დაცვა და წარმატებაც მოვა კონკრეტულად იმ სფეროში, სადაც თავს გამოიჩენთ, როგორც პროფესიონალი. გამართლება გელით ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: უძრავი ქონება, ინდუსტრია ან მენეჯმეტი.

შემოსავლების სტაბილურობა და მათი ზრდა დამოკიდებულია თქვენს კარიერულ წინსვლებზე. შესაძლებელია გააკეთოთ მსხვილი შენაძენი უძრავი ქონების სახით, ხოლო ზაფხულში ძალიან კარგი იქნება ინვესტიციების გაკეთება.

პირად ურთიერთობებში იქნებით მეტად პრაქტიკული, ვიდრე რომანტიული. ბევრი მარტოხელა თხის რქა 2026 წელს შეძლებს იპოვოს თავის მე- 2-ე ნახევარი, თუმცა, გახსოვდეთ, პარტნიორად აირჩიეთ ისეთი ადამიანი, ვისთანაც გექნებათ საერთო პრიორიტეტები და ნდობა, რადგან, 2026 წელი, თქვენთვის პირველ რიგში ოჯახური კერისა და ურთიერთობების გაძლიერების წელია.

ჯანმრთელობის კუთხით საყურადღებოა ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, მამოძრავებელი მოტორიკა, სახსრები და კბილები.

  • მერწყული

პლუტონს, თქვენს პირველ სექტორში მოაქვს ცხოვრების, სამყაროში საკუთარი როლისა და სიღრმისეულ პიროვნული ცვლილებები და ტრანსფორმაცია, რომელიც ასევე უკავშირდება ღირებულებების გადაფასებას და ძველისგან გათავისუფლებას, რაც შესაძლებელია მოხდეს კრიზისებისა და ინტუიციის მეშვეობით. ეს ტრანზიტი თქვენგან მოითხოვს ტექნოლოგიურ და სოციალურ რევოლუციებთან ადაპტაციას და თუ მის ენერგიას მიიღებთ და არ შეეწინააღმდეგებით, შეძლებთ ბრწყინვალე იდეების რეალიზაციას რაც დაგეხმარებათ გადახვიდეთ ახალ დონეზე. კარიერული კუთხით, 2026 წელი ძალიან დიდ და საინტერესო ცვლილებებს გპირდებათ, რადგან პლუტონი გძენთ რევოლუციონერი ადამიანის სულს, ამიტომ, დროა შექმნათ რაიმე ახალი, იმუშაოთ ახალ ტექნოლოგიებთან და ზოგადად შეცვალოთ თამაშის წესები ისე, როგორც თქვენ გსურთ.

მოსალოდნელია მატერიალური განახლება, გექნებათ მოულოდნელი შემოსავლები და აუცილებელია ახალ ფინანსურ გარემოებებთან შეძლოთ სწორი ადაპტაცია.

2026 წელს გელოდებათ არასტანდარტული და აქტიური პირადი ურთიერთობები, რომელიც სრულიად მოულოდნელად მოვა თქვენს ცხოვრებაში. ზოგადად, ეს წელი ბევრ ახალ კომუნიკაციებს, განსხვავებული და ორიგინალური აზროვნების მქონე ადამიანს დაგაკავშირებთ, ხოლო იმ მერწყულებმა, ვინც უკვე არიან აქტიურ ურთიერთობაში, უნდა ებრძოლონ რუტინას, შემოიტანეთ მეტი თავისუფლება და ცვლილებები თქვენს პირადში.

ჯანმრთელობის კუთხით საყურადღებოა ნერვიული სისიტემა, შესაძლებელია წნევის ხშირი ცვალებადობა, ყურადღება მიაქციეთ სისხლძარღვებს, მეტი დაისვენეთ და განიტვირთეთ.

  • თევზები

2026 წლის თებერვალში, სატურნი ტოვებს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც ბოლო 2,5 წლის განმავლობაში იყო თქვენს მზესთან შეერთებაში და მისი ვერძში გადასვლა, თქვენთვის იქნება რთული პერიოდის დასასრული. სატურნი, ეს არის კარმული პლანეტა, რომელიც განსაცდელებისა და ახალი დისციპლინის მომტანია და მისი ტრანზიტის დროსაც, აუცილებელია იზრუნოთ სულიერ განვითარებაზე, თანაგრძნობაზე, მოაქვს შეზღუდვები, იმედგაცრუებები და მისი წასვლით იგრძნობთ შვებას, დასრულდება კარმული გაკვეთილები, გათავისუფლდებით შინაგანი ტვირთისგან, დაიწყება სულიერი ზრდა და განახლება. 2026 წელი კარიერულ ნაწილში განმარტოვებით მუშაობისა და სულიერების ძიების წელია. წარმატებული იქნება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: ფსიქოლოგია, ხელოვნება და საქმე, რომელიც თქვენთვის ახალ განვითარებას გულისხმობს. ახალი ხელშეკრულებების გაფორმების დროს, ყოველთვის უსმინეთ თქვენს ინტუიციას, ის არასოდეს გიღალატებთ და არასოდეს მოგატყუებთ.

ფინანსური შემოსავლები, პირველ რიგში მოვა თქვენი პარტნიორისგან, ასევე შესაძლებელია მიიღოთ მემკვიდრეობა ან დაფინანსდეთ რაიმე სახელმწიფო პროგრამით. ზაფხულში მოგეცემათ შესაძლებლობა გაიუმჯებესოთ მატერიალური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები.

პირად ურთიერთობებში, გელოდებათ ღრმა ემოციური კავშირები, ძალიან მნიშვნელოვანია ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე პარტნიორთან. ასევე შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს თქვენი წარსულიდან. ზოგადად, 2026 წელი, თქვენთვის პატიების და მიღების წელია.

ჯანმრთელობის კუთხით, იქნებით ზომაზე მეტად სენსიტიური და მგრძნობიარე, ამიტომ ერიდეთ ყველაფერ ტოქსიკურს, ურთიერთობებს, ადამიანებს, გარემოს, საკვებს და ნივთიერებებს. აუცილებელია იზრუნოთ შინაგან სიმშვიდეზე და დაიცვათ რეჟიმი.