ავტორი:

აფეთქება მოსკოვში - დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები: რა ხდება ცნობილი მომხდარის შესახებ?

აფეთქება მოსკოვში - დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები: რა ხდება ცნობილი მომხდარის შესახებ?

მოსკოვში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი და ერთი ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა 24 წლის ილია კლიმანოვმა და 25 წლის მაქსიმ გორბუნოვმა, მოსკოვში, ელეცკაიას ქუჩაზე, „პოლიციის ავტომობილთან 37 წლის მამაკაცი შენიშნეს, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა. როდესაც მას დასაკავებლად მიუახლოვდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოვიდა“.

2 პოლიციელის გარდა, კიდევ ერთი დაღუპული მამაკაცი იელეცკაიას ქუჩაზე იპოვეს. “ბაზას“ ინფორმაციით, ცხედარი ტერორისტს ეკუთვნის. მისი ცხედარი სამსახურებრივი მანქანისგან არც ისე შორს იყო.

„მიღებული დაზიანებების შედეგად, ორი პოლიციელი, ასევე მათ გვერდით მყოფი პირი გარდაიცვალა“, - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.