ავტორი:

გარდაიცვალა "სუხიშვილების" ოქროს თაობის მოცეკვავე ინგა თევზაძე

გარდაიცვალა "სუხიშვილების" ოქროს თაობის მოცეკვავე ინგა თევზაძე

84 წლის ასაკში გარდაიცვალა "სუხიშვილების" ოქროს თაობის მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, თენგიზ სუხიშვილის მეუღლე ინგა თევზაძე.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილი ნინო სუხიშვილი წერს: "R. I. P. გაგვიფრინდა ჩვენი ლამაზი ინგა".

ახლობლების თქმით, ინგა თევზაძე ბოლო წლებში ავადმყოფობდა.

მომავალი მოცეკვავე დაიბადა თბილისში, 1941 წლის 30 ივლისს დაიბადა. 1958 წლიდან სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლობდა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც 1991 წელს დაამთავრა.

1961 წლიდან იყო ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, 1990 წლიდან კი - ბალეტმაისტერი. ინგა თევზაძე მონაწილეობას იღებდა ანსამბლის მთელ რეპერტუარში. ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში: "სიმდი”, "აჭარული”, "მიპატიჟება”, "დავლური”, "სამაია” და სხვა. ანსამბლთან ერთად წარმატებით მოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს

იხილეთ ასევე: