ავტორი:

პენსილვანიის მოხუცებულთა თავშესაფარში აფეთქებას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა - მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ

პენსილვანიის მოხუცებულთა თავშესაფარში აფეთქებას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა - მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ

პენსილვანიის შტატში, მოხუცებულთა თავშესაფარში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. 5 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სახანძრო სამსახურის უფროსმა კევინ დიპოლიტომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაშველებმა მაცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანი ჩამონგრეული შენობის სარდაფში იყო ჩარჩენილი, თუმცა მათი გადარჩენა მოხერხდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფები კვლავ აგრძელებენ მუშაობას, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად. გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ განაცხადა, რომ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. პოლიცია აფეთქების მიზეზს იძიებს.

წყარო