აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პედოფილიასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის “საიდუმლო აპარტამენტებში“ გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.
გასაჯაროებული მასალებიდან ჩანს ტაუნჰაუსში გადაღებული შემაშფოთებელი ფოტოები.
ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს როლური თამაშებისთვის განკუთვნილი კოსტიუმები.
ფოტოებზე ასევე გამოსახულია პატარძლის შემზარავი ქანდაკება, რომელიც შვიდსართულიანი ტაუნჰაუსის დერეფანში თოკზეა ჩამოკიდებული.
ერთ-ერთ ფოტოზე კი ჩანს მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ერთმანეთს საცვალში უყურებენ.
გარდა ამისა, მედიაში ვრცელდება ჩარჩოში ჩასმული ბავშვების მრავალი ფოტო და ნახატი, მათ შორის არის პატარა გოგონა, რომელიც ეპშტეინის მხრებზე ზის.
ოთახში საპატიოდ არის გამოფენილი მცირეწლოვანი ბავშვის ფოტო, რომლის სახეც დაფარულია, თუმცა ხელის მტევნის მიხედვით შესაძლებელია დაახლოებითი ასაკის განსაზღვრა - სავარაუდოდ ბავშვი 5 წლამდე ასაკისაა.
21 000 კვადრატული ფუტის ფართობის საცხოვრებელში გადაღებული ფოტოებში ასევე ჩანს ოთახებში დადგმული ცხოველების - ვეფხვისა და ძაღლების ფიტულები.
სკანდალური მასალები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გასულ პარასკევს კონგრესის მიერ დადგენილი 30-დღიანი ვადის ფარგლებში გამოაქვეყნა. თუმცა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მასალებისა, რომელიც საქმეში საიდუმლოდ ინახება.
1998 წელს ეპშტეინმა 8 მილიონ დოლარად კუნძული, სახელად Little St. James შეიძინა, სადაც ხშირად იღებდა სტუმრებს. მათ შორის იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მეცნიერები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა გავლენიანი პირები.
2019 წლის ივლისში ფლორიდის ხელისუფლებამ ეპშტეინი არასრულწლოვანთა სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა. საბოლოოდ ეპშტეინი ამავე წელს, ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სუიციდი დასახელდა.
იხილეთ ასევე: