ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ცხმორისში ისტორიული მეჩეთი დაიწვა.
ინფორმაციას და ფოტოებს MarneuliNews ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით ადგილი მოინახულეს ქედის მუნიციპალიტეტის მუფთმა და მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომლებმა.

“დილით, შემთხვევის ადგილზე, მუფთი ჰაჯი ადამ შანთაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მუფთთან და მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.
აღნიშნული მეჩეთი წლების განმავლობაში წარმოადგენდა არა მხოლოდ სალოცავ ადგილს, არამედ მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ ძეგლს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მუსლიმებისთვის,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
