ავტორი:

სამხრეთ უელსში, ნაპირზე ასობით ვიქტორიანული ეპოქის ფეხსაცმელი გამოირიყა - მკვლევრები თავსატეხის ამოხსნას ცდილობენ

სამხრეთ უელსში, ნაპირზე ასობით ვიქტორიანული ეპოქის ფეხსაცმელი გამოირიყა - მკვლევრები თავსატეხის ამოხსნას ცდილობენ

სამხრეთ უელსში, გლამორგანის ველზე, ოგმორ-ბაი-სი სანაპიროზე, სავარაუდოდ მე-19 საუკუნის დროინდელი, ვიქტორიანული ეპოქის დროინდელი 200 წყვილი შავი ტყავის ფეხსაცმელი გამოირიყა.

იდუმალებით მოცული ფაქტის ამოხსნა სოციალური საწარმო „ბიჩ აკადემიის“ წარმომადგენლებმა სცადეს.

საწარმოს ხელმძღვანელი ემა ლამპორტი ფიქრობს, რომ შესაძლოა ფეხსაცმელები იტალიურ სატვირთო გემს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით 150 წლის წინ ჩაიძირა.

ტერიტორიის მკვლევარმა ლარა მაიკლემმა განაცხადა, რომ ჩექმები „ნამდვილად ვიქტორიანული ეპოქის დროინდელია“ და, მათი რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, ჩაძირული გემიდან გამოთავისუფლდნენ.

ვარაუდობენ, რომ გემის ჩაძირვა შესაძლოა ახლომდებარე ტასკერ როკთან ახლოს მომხდა, რომელიც ოგმორის სანაპიროდან დასავლეთით დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს და მხოლოდ მოქცევის დროს ჩანს.

„ზოგიერთი ჩექმა საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, ზოგიერთზე კი აშკარად ჩანს, რომ მამაკაცის ჩექმებია“, - დასძინა ლამპორტმა.

ბანგორის უნივერსიტეტის ოკეანის მეცნიერებათა სკოლის მკვლევარი, დოქტორ მაიკლ რობერტსი, უელსის სანაპიროსთან ჩაძირულ გემებს სწავლობს.

მისი თქმით შესაძლებელია, რომ ვიქტორიანული ეპოქის ჩაძირული გემები ახლა იწყებენ დაშლას.

წყარო

იხილეთ ასევე: