"პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, საფრანგეთის ჩემპიონატის ზამთრის შესვენებას ოჯახთან ერთად შვეიცარიის ალპებში ატარებს. პარიზში დამკვიდრებისა და წარმატებული სეზონის შემდეგ, "კვარამ“ გადაწყვიტა შობის დღესასწაული მშვიდ, თოვლიან გარემოში აღენიშნა.

ხვიჩა და ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ კადრებს, რომელშიც ჩანს, როგორ ერთობა წყვილი პატარა დამიანესთან ერთად.
ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ფოტოში ხვიჩა, რომელიც უკვე პარიზული გრანდის სიმბოლოდ იქცა, აივანზე შვილთან ერთად ზის და თოვლიან ხედებს შეჰყურებს. გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ დამიანე საოცრად ჰგავს მამას.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა
და ნიცა თავაძეს ვაჟი, დამიანე, მიმდინარე წლის აგვისტოში 1 წლის გახდა. წყვილი ცდილობს პირადი ცხოვრება ზედმეტი ყურადღებისგან დაიცვას, თუმცა მათი თბილი ოჯახური კადრები ყოველთვის ხდება სოციალური ქსელების განხილვის მთავარი თემა.
როგორც ჩანს, შვეიცარიული არდადეგები საუკეთესო საშუალებაა ძალების აღსადგენად, სანამ ხვიჩა კვლავ დაუბრუნდება საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ბრძოლებს.