სერიალ "სოპრანოს" ვარსკვლავი, ერნესტ ჰაინცი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ნიუ-ჯერსის ციხეში იმყოფება. მას ბრალი წარუდგინეს ნიუ-ჯერსიში მდებარე სტოკტონის უნივერსიტეტის მახლობლად, გზატკეცილზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, რა დროსაც სამი შვილის დედას ესროლა.
როგორც მედია წერს, კონფლიქტი საგზაო შემთხვევის შედეგად გამწვავდა. შელაპარაკების დროს, მსახიობმა სამი შვილის დედას სახის არეში იარაღიდან ესროლა, რის შემდეგაც ქალი მძიმე დაზიანებებით ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მან ერთ თვალში მხედველობა დაკარგა.
დაშავებულის ქალიშვილი აცხადებს, რომ დედამისი ბრალდებულს არ იცნობდა. ის სასურსათო მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა და მოუთმენლად ელოდა შვილებთან ერთად დაგვიანებული დაბადების დღის აღნიშვნას.
დანაშაული მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მოხდა. ჰაინცი და მსხვერპლი - მარიცა არიას-გალვა, ერთმანეთს შუქნიშანთან შეეჯახნენ..
როგორც ქალი თავის ჩვენებაში აღწერს, შუქნიშანთან მიახლოებისას მსახიობმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა. შემდეგ კი საკუთარი მანქანიდან გაუხსნა მის მანქანას ცეცხლი,

"მაინც ვერ ვხვდები, რატომ გადაწყვიტა ვიღაცამ დედაჩემის დაზიანება... მე მხოლოდ სამართლის აღდგენა მინდა - ჩაკეტეთ და არ გაუშვათ გარეთ", - განაცხადა დაზარალებული ქალის შვილმა.
დაშავებულის სამედიცინო ხარჯების დასაფარად დაწყებული GoFundMe კამპანია.

"მარიცა მოსიყვარულე მარტოხელა დედაა, რომელიც დაუღალავად მუშაობს ორ სამსახურში... მის მიერ განცდილმა ტრავმამ ღრმა ემოციური და ფიზიკური ნაიარევი დაუტოვა. ახლა ის რთული ამოცანის წინაშე დგას - განკურნება და ცხოვრების ხელახლა დაწყება", - ნათქვამია საქველმოქმედო აქციის მონაწილეების განცახდებაში.
ხელისუფლების განცხადებით, ჰაინცი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, გამომძიებლების თქმით, სროლაში გამოყენებული პისტოლეტი Sig Sauer-ის მარკის იყო, რომელიც მსახიობის მამის სახელზეა რეგისტრირებული.