შესაძლოა, 2025 წელი ევროპაში მშვიდობის ბოლო წელი იყო, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
"ევროპაში არსებული სამხედრო დაძაბულობა დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის დაკნინების შედეგია. ჩვენ ომს ვუახლოვდებით. გასულ კვირას, ჩვენ ბრიუსელში ომისკენ სვლის ტემპის შენელება შევძელით.
იქ ისეთებიც იყვნენ, ვისაც ამ პროცესის აჩქარება სურდათ, მაგრამ მათი დაბლოკვა მოვახერხეთ. დღეს ევროპაში კვლავ ორი ბანაკი არსებობს: „ომის პარტია“ და „მშვიდობის პარტია“. ამ მომენტისთვის ომის მომხრე ძალები უპირატესობას ფლობენ. ბრიუსელს ომი სურს, უნგრეთს კი მშვიდობა“, - აღნიშნა ორბანმა.