ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გრანტის სახით 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს გადასცემს.
განკარგულების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გრანტებით განსაზღვრული კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონელს მიიღებს,
"საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №o238 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გრანტების (PB-B-WFK, DT-B-WAZ, PB-B-WFJ, DT-BWBC და DT-B-WBA) ფარგლებში საქონლის (საერთო ღირებულებით – 10,431,459.90 აშშ დოლარი) გადმოცემის შესახებ.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონლის მიღება”, - წერია განკარგულებაში.