ავტორი:

MMAJunkie-ისა და ESPN-ის ვერსიით, მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლია

MMAJunkie-ისა და ESPN-ის ვერსიით, მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლია

ავტორიტეტულმა ამერიკულმა საიტმა MMAJunkie-მ და ტელეარხმა ESPN-მა, რომელიც 2025 წლამდე UFC-ის ოფიციალურ პარტნიორს წარმოადგენდა, მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს.

"მართალია დვალიშვილმა თავისი ბოლო ბრძოლა წააგო, მაგრამ ის, რასაც მან ბოლო 12 თვის განმავლობაში მიაღწია და ის შთაბეჭდილება, რაც ჩვენზე მოახდინა, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ მერაბმა საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი ამ წონით კატეგორიაში. წლის საუკეთესო მებრძოლის ტიტულისთვის ბრძოლაში ის აშკარად გამოირჩევა სხვა პრეტენდენტებთან შედარებით", - წერია MMAJunkie -ს განცხადებაში.

  • საიტზე ხმის მიცემა ჟურნალისტებს შეეძლოთ, დვალიშვილის გარდა კანდიდატებს შორის იყვნენ ისლამ მახაჩევი და პიოტრ იანი.

ტელეარხი ESPN -ის განცხადებით, მერაბ დვალიშვილი “2025 წელს შესაძლებლის საზღვრებს აფართოებდა და ისტორიულ მიღწევებს უახლოვდებოდა“

“კალენდარული წელი მან იანვარში UFC 311-ზე გამართულ ბრძოლაში, უმარ ნურმაგომედოვზე დომინანტური გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ, ივნისში UFC 316-ზე რევანში დამაჯერებლად მოუგო შონ ო’მალის და შეხვედრა მტკივნეული ილეთით დაასრულა, ამას მოჰყვა შეხვედრა UFC 320-ზე, სადაც მან ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა და სრულად დაჯაბნა კორი სენდჰაგენი.

იყო თუ არა ორი თვის შემდეგ UFC 323-ზე პიოტრ იანის წინააღმდეგ განცდილი მარცხი, მსაჯების გადაწყვეტილების შედეგი, თუ ამის მიზეზი გადაღლილობა ან მეტოქის სწორი ტაქტიკური კორექტირება გახლდათ, ამას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როდესაც ისინი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. თუმცა დვალიშვილის გაბედული წელი, ოთხი ბრძოლით იმ ეპოქაში, როცა იშვიათია ჩემპიონი წელიწადში ორჯერ მაინც ვიხილოთ ოქტაგონზე, მას ყველა დანარჩენების ფონზე მკვეთრად გამოარჩევს", - აღნიშნულია ESPN-ის სტატიაში.

წყარო