თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი უძღვება. პროცესს არ ესწრება ბრალდებული გროგოლ ლილუაშვილი.
"მიმაჩნია, რომ 24 საათში ვერ შევძლებ საქმის მასალების გაცნობას. გამოვხატავ სასამართლოს პატივისცემას, მაგრამ სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას.
ჩემს ინტერესებს წარმოადგენს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი“, - წაიკითხა სხდომაზე ადვოკატმა გრიგოლ ლილუაშილის წერილი.