დღეს კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს. კათოლიკეებმა შობა აჭარაშიც აღნიშნეს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პადრე გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა საზეიმო მსახურებას ბათუმის სულიწმიდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში - აჭარაში მცხოვრები კათოლიკეები მაცხოვრის ხორციელად შობას აღნიშნავენ.
„ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება ქრისტეშობას ზეიმობს. ქრისტე მაცხოვრის თბილისის ბაპტისტურ ეკლესიაში საშობაო ლოცვა გაიმართა.
საზეიმო მსახურებას ხუცესი ივანე გოგაშვილი უძღვებოდა.საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობის დღესასწაული და დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მშვიდობიან, სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დავით დავითაშვილმა.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე.

სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.
ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, შობა და დამდეგი ახალი წელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დავით დავითაშვილმა მიულოცა.
"საზეიმო მსახურებას დაესწრნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ნინო კობეშავიძე, და პროტოკოლის მენეჯერი თამარ კავილაძე", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც რელიგიის სააგენტო ავრცელებს.
ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში შეკრებილმა მრევლმა ქრისტეშობა იზეიმა.
"მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, დღესასწაული მიულოცა სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

“ახალციხის რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ახალციხეში მცხოვრებმა კათოლიკეებმა ქრისტეშობა იზეიმეს. საზეიმო მსახურებას მღვდელი მარეკ პჟეჩევსკი უძღვებოდა.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლს შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა,“ - ავრცელებს რელიგიის საკითხთა სააგენტო.