ავტორი:

“ბრალდებულებმა დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელი სახლი ჯგუფურად გაქურდეს...“ - შსს-მ 2 პირი დააკავა: რა დაადგინა გამოძიებამ

“ბრალდებულებმა დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელი სახლი ჯგუფურად  გაქურდეს...“ - შსს-მ 2 პირი დააკავა: რა დაადგინა გამოძიებამ

შსს-მ ქურდობის ბრალდებით ორი პირ დააკავა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, წარსულში ნასამართლევმა პირებმა დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს და მიიმალნენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 2002 წელს დაბადებული ლ.ლ. და 1986 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ლ. და ნ.კ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.