ქართული სპორტის ორი ვარსკვლავი, მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია, 2025 წელს მეგობრობის მაგალითით ასრულებენ - მიუხედავად იმისა, რომ ორივესთვის ბოლო პერიოდი საკმაოდ დატვირთული და რთული აღმოჩნდა, "მანქანა" და "მატადორი" ერთმანეთის გასამხნევებლად გაერთიანდნენ.
მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ პირადი მიზეზების გამო სპორტული პაუზა აიღო, მერაბ დვალიშვილი დროს არ კარგავს და მეგობრის მოსანახულებლად ესპანეთში ჩავიდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ისინი დროს ნაწილს ერთად ატარებენ.

ჩემპიონები ფორმას მადრიდის სპორტულ დარბაზებში ინარჩუნებენ და ესპანეთის დედაქალაქის ქუჩებში ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან.
საინტერესოა, რომ მერაბ დვალიშვილს სახეზე კვლავ ეტყობა რამდენიმე კვირის წინ, UFC 323-ზე პეტრ იანთან ბრძოლის კვალი. მიუხედავად იმისა, რომ მერაბმა საჩემპიონო ქამარი დაკარგა, მისმა ფენომენალურმა წელმა და შრომისმოყვარეობამ შედეგი გამოიღო - MMA Junkie-მ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მამაკაც მებრძოლად დაასახელა.

რა ხდება ილიას თავს?რაც შეეხება ილია თოფურიას, მას ივნისის შემდეგ (როდესაც ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა) აღარ უჩხუბია. პირადი პრობლემების გამო ილიამ 2026 წლის დასაწყისში დაგეგმილი დაბრუნება გადადო. სწორედ ამიტომ, იანვარში ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი დროებითი ქამრისთვის იბრძოლებენ.
"მეგობრობა ყველაფერზე მაღლა დგას", - ვკითხულობთ მათი საერთო ფოტოს მინაწერში.
იხილეთ ასევე: