სილქნეტმა SilkTV-ის მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.
აქცია: უყურე ყველა არხს Silk TV-ში საჩუქრად! - საშუალებას მისცემს ყველა მომხმარებელს, 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ისარგებლონ SilkTV-ის სრული მაუწყებლობით, მათ შორის თემატური პაკეტებით. აბონენტებს ყველა არხი გაუაქტიურდებათ დამატებითი გადასახდელის გარეშე. ტრადიციულად, საახალწლო დღეებში, სადღესასწაულო პროგრამა ექნება ეთერში კინო, სპორტულ, საბავშვო, შემეცნებით, მუსიკალურ და სხვადასხვა ჟანრის 200-მდე არხს, რაც განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნის ტელემაყურებელს.
აქცია: დაიმატე SilkTV მხოლოდ 5 ლარად! – სილქნეტის ოპტიკურ ქსელში ჩართულ ინტერნეტ მომხმარებელს დააინტერესებს. 25 დეკემბრიდან 25 იანვრის ჩათვლით, აბონენტი სპეციალურ ფასად დაიმატებს ტელე სერვისს. ინსტალაცია უფასოა. რეგისტრაცია მიმდინარეობს ცხელ ხაზზე 032 2 100100 ან სილქნეტის მომსახურების ცენტრებში.
აქცია თბილისის მასშტაბით ვრცელდება. ექსკლუზიური ფასი - თვეში 5 ლარი- შენარჩუნდება 3 თვის განმავლობაში. სააქციო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომსახურებაზე სტანდარტული ტარიფი ამოქმედდება.
სილქნეტი ულოცავს აბონენტებს დამდეგ შობა - ახალ წელს!
R