ავტორი:

“რუსეთმა, როგორც ჩანს, უარი თქვა საშობაო ზავზე..." - პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში პირველი საშობაო წირვა აღავლინა და საზეიმო მესაზე კრიტიკული განცხადებები გააკეთა (ფოტო)

“რუსეთმა, როგორც ჩანს, უარი თქვა საშობაო ზავზე..." - პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში პირველი საშობაო წირვა აღავლინა და საზეიმო მესაზე კრიტიკული განცხადებები გააკეთა (ფოტო)

მსოფლიოს ნაწილი 25 დეკემბერს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს.

მიმდინარე წლის მაისში არჩეული პაპის, ლეო XIV-თვის ეს პირველი შობა იყო, რომელიც მან ვატიკანში გრანდიოზულად აღნიშნა. სადღესასწაულო მესას ასობით ადამიანი დაესწრო. მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც.

„წმინდა პეტრეს ბაზილიკა ძალიან დიდია, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმარისად არა ყველა თქვენგანის მისაღებად. მე აღფრთოვანებული ვარ, პატივს გცემთ და მადლობას გიხდით ამ საღამოს აქ ყოფნისთვის. ჩვენ გვსურს შობის ერთად აღნიშვნა. იესო ქრისტე, რომელიც ჩვენთვის დაიბადა, სიმშვიდესა და სიყვარულს გვქადაგებს. საუკეთესო სურვილები ყველას. ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცოს ყველა თქვენგანის ოჯახი“, – მიმართა რომის პაპმა მომლოცველებს.

პაპმა ასევე მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდა და რუსეთი სადღესასწაულოდ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.

  • „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა კეთილი ნების ადამიანს: რომ, მაცხოვრის შობის დღესასწაული მშვიდობითა და პატივისცემით იყოს აღსავსე. ჭეშმარიტად, ამ დღეებში დიდ მწუხარებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთმა, როგორც ჩანს, უარი თქვა საშობაო ზავზე,“ - განაცხადა მან.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი ასობით ათასი უკრაინელი შობას ფრონტზე აღნიშნავს.

ლეო XIV-მ შეაქო კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას ბოლოდროინდელი ვიზიტი ღაზას სექტორში.

ღაზაში საშობაო წირვა ბეთლემში გაიმართა. ცერემონიას უამრავი ადამიანი დაესწრო. 2023 წლის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, ბეთლემში საჯარო ღონისძიებები არ ჩატარებულა.

„ისინი დღესასწაულის აღნიშვნას ძალიან არასტაბილურ გარემოში ცდილობენ. იმედი ვიქონიოთ, რომ სამშვიდობო შეთანხმება წინ წავა.“

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შობას ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აღნიშნავს. ოთხშაბათს საღამოს, მან და მელანიამ, ტრადიციისამებრ, ბავშვების ზარებს უპასუხეს.

წყარო

იხილეთ ასევე: