ავტორი:

ჩრდილოეთ კორეამ თავისი პირველი ბირთვული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა ნავის ფოტოები გამოაქვეყნა - 8700-ტონიანი ატომური გიგანტი კიმ ჩენ ინმა დაათვალიერა: რა შეუძლია მას?

ჩრდილოეთ კორეამ თავისი პირველი ბირთვული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა ნავის ფოტოები გამოაქვეყნა - 8700-ტონიანი ატომური გიგანტი კიმ ჩენ ინმა დაათვალიერა: რა შეუძლია მას?

ჩრდილოეთ კორეამ თავისი პირველი ბირთვული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა ნავის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.

უზარმაზარი ხომალდი, რომელიც ზომით აღემატება აშშ-ის საზღვაო ძალების ზოგიერთ წყალქვეშა ნავს ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დაათვალიერა. მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი დახურულ სამშენებლო მოედანზე იმყოფება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ჯერ არ გაუშვეს.

ბირთვული წყალქვეშა ნავის შემუშავება დიდი ხანია კიმის მიზანია. მან საკითხი მმართველი პარტიის ყრილობაზე პირველად 2021 წელს განიხილა. წელს კი როგორც ჩანს, ბრძანების რეალიზებაც განხორციელდა.

ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ახალი, 8700-ტონიანი ატომური წყალქვეშა ნავის მშენებლობის პროცესს დააკვირდა, რომელსაც საზენიტო რაკეტების გაშვება შეუძლია.

სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ ათვალიერებს კიმ ჩენ ინი წყალქვეშა ნავს დახურულ სამშენებლო ობიექტში.

ასეთ ხომალდებს ბევრი უპირატესობა აქვთ: მათ დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ წყალში დარჩენა - მაშინ როდესაც ტრადიციული ძრავით მომუშავე წყალქვეშა ნავების უმეტესობას ზედაპირზე ამოსვლა უწევს.

ისინი, როგორც წესი, უფრო სწრაფები არიან, ვიდრე ტრადიციული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები და, ხშირ შემთხვევაში, უფრო ჩუმებიც. ამჟამად, ამ ტექნოლოგიას მხოლოდ შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და ინდოეთი ფლობენ.

კიმმა ხაზი გაუსვა გემების მნიშვნელობას ფხენიანის თავდაცვის პოლიტიკაში, რომელიც, მისი თქმით, „უძლიერეს შეტევით ძალაზეა დაფუძნებული“.

„ჩვენ ზეძლიერ შეტევით შესაძლებლობებს შეიარაღებული ძალების განვითარებისას ეროვნული უსაფრთხოების საუკეთესო დაცვად მივიჩნევთ“, - ციტირებს KCNA კიმის სიტყვებს.

  • 2021 წელს წარდგენილი ხუთწლიანი გეგმა მოიცავს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების მასშტაბურ გაძლიერებას.

პროგრამა მოიცავს რაკეტების ფართო სპექტრს, მათ შორის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ აშშ-ს მატერიკულ ნაწილამდე მიღწევა. ჰიპერბგერით რაკეტებს და ზღვაში ორი ახალი მართვადი რაკეტებით მომუშავე გამანადგურებელს.

წყარო

იხილეთ ასევე: