რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "გაზპრომ-მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე და კრემლის პროპაგანდისტი, ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ალექსანდრე ნეველის მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების კანდელაკმა რუსეთის პირველ პირს მადლობა გადაუხადა და თავის სიტყვაში საქართველოზეც ისაუბრა.
"უკვე 5 წელი გავიდა, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. ბოლოს ვიყავი 5 წლის წინ და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ შევხვდი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს. ილია ყოველთვის თბილ სიტყვებს მეუბნება და მაშინ მითხრა: გთხოვ, გადაეცი ვლადიმერ ვლადიმერის ძეს, რომ მისთვის ვლოცულობ.
5 წელი გავიდა, არ მქონდა შესაძლებლობა თქვენთვის ეს მეთქვა - დღეს კი მაქვს ამის შესაძლებლობა და მის სიტყვებს გადმოგცემთ...
მინდა გითხრათ, რომ დღეს ბევრი მორწმუნე ადამიანი ლოცულობს თქვენს გამო. მორწმუნეებს მშვიდობა სურთ და თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც მშვიდობა მოაქვს ქვეყანაში.
ჯანმრთელობას გისურვებთ...“ - თქვა კრემლის თინა კანდელაკმა სიტყვით გამოსვლისას.
<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="tikandelaki/22714" data-width="100%"></script>