ეს წელი იყო წარმატებული. კონტაქტები გვაქვს ყველასთან, ვისაც სურს საქართველოსთან კავშირი, არაფერს ვკარგავთ ჩვენ -კაია კალასს არ შევხვედრილვარ და შეხვედრის არც დიდი სურვილი მაქვს ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"იმ გამოწვევების თვალსაზრისით, რა გამოწვევებიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, რა გამოწვევებიც იყო გეოპოლიტიკურად და ქვეყნის შიგნით, რამაც გარკვეული დარტყმები მიაყენა საგარეო სამსახურსაც, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, შეუძლია სტაბილური ეკონომიკური განვითარება, პარტნიორებთან აქტუალურ საკითხებზე საუბარი, შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ეს წელი იყო წარმატებული.
კონტაქტები გვაქვს ყველასთან, ვისაც სურს საქართველოსთან კავშირი, არაფერს ვკარგავთ ჩვენ. ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ასე გავაგრძელებთ ბრძოლას“,-აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, კომუნიკაცია აქვთ ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან.
"კომუნიკაციაც გვაქვს ძალიან ბევრთან. კაია კალასს არ შევხვედრილვარ და შეხვედრის არც დიდი სურვილი მაქვს. გადაწყვეტილებებს, როგორ იღებს, რამდენად იღებს, ეს ცალკე საკითხია ვის ემსახურება გადაწყვეტილებები, რასაც იღებს. ჰკითხეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რამდენად კმაყოფილები არიან კაია კალასის მოქმედებებით და გადაწყვეტილებებით“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.