მომღერალ ნოდიკო ტატიშვილისა და მისი მეუღლის, ექიმ თათია ერქვანიძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა – წყვილმა პირველი შვილი, კესანე მონათლა. ნათლობის ფოტოები მომღერალმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და საზოგადოებას ქალიშვილის გაქრისტიანება ახარა.


საიდუმლოდ შენახული ამბავი
შეგახსენებთ, რომ ნოდიკო ტატიშვილი და თათია ერქვანიძე დაახლოებით ორი წლის წინ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეხვდნენ ერთმანეთს. წყვილმა პირადი ურთიერთობისა და ორსულობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას საგულდაგულოდ დაუმალა.
როგორც მომღერალმა მოგვიანებით განმარტა, ეს გააზრებული ნაბიჯი იყო, რათა მშვიდად და გაფრთხილებით დალოდებოდნენ შვილის დაბადებას.

ნოდიკო ტატიშვილი ბავშვის მოვლის რუტინაში აქტიურად არის ჩართული და ამბობს, რომ უძილო ღამეებიც კი სასიამოვნო აღმოჩნდა:

"ვერ აგიხსნით რა შეგრძნებაა, ხშირად რომ უყურებ და გული გიჩუყდება... მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ახლა ჩვენი მთელი ცხოვრება, ყოველი წუთი და წამი კესანეა", - ამბობს მომღერალი. ნოდიკო ტატიშვილის თქმით, პატარას მუსიკა ძალიან უყვარს და ხშირად მამის ნამღერზე მშვიდად იძინებს.