2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომური აცხადებს, რომ პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გიორგი გახარიასთვის ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ დაზარალებულად ხელახლა ცნობენ.
ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, "გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.