რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივ, უკრაინის მონაწილეობის გარეშე, მართვის საკითხს განიხილავს, - ინფორმაციას "კომერსანტი“ ავრცელებს.
ამასთან, აშშ-ის ინიციატივით, ორივე მხარე განიხილავს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.
შეგახსენებთ, უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა.