ავტორი:

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს რუსეთზე, როგორც რწმენის ბურჯზე და მესამე რომზე - "რუსეთი - ეს არის ადგილი დედამიწაზე, სადაც ცასთან სიახლოვეს  ყოველი ადამიანი გრძნობს"

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს რუსეთზე, როგორც რწმენის ბურჯზე და მესამე რომზე - "რუსეთი - ეს არის ადგილი დედამიწაზე, სადაც ცასთან სიახლოვეს  ყოველი ადამიანი გრძნობს"

"გაზპრომ-მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, კრემლის დიდმა პროპაგანდისტმა თინა კანდელაკმა, კრემლშივე ალექსანდრე ნეველის ორდენის მიღებისას ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მისთვის პირადად ლოცულობს.

კანდელაკის თქმით, ეს დანაბარები მას პატრიარქმა წლების წინ, თბილისში შეხვედრისას გადასცა. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება იმ დღეს გაკეთდა, როდესაც საქართველოში ილია მეორის აღსაყდრების 48-ე წლისთავს აღნიშნავენ. ღია წყაროებში ინფორმაცია კანდელაკისა და პატრიარქის შეხვედრის შესახებ არ იძებნება, თუმცა სოციალური ქსელების მიხედვით, ის საქართველოში ბოლოს 2019 წელს იმყოფებოდა.

თინა კანდელაკმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის "განსაკუთრებულ მისიაზე“ საუბრობს

მისი მტკიცებით, თურმე "რუსეთი - ეს არის ადგილი დედამიწაზე, სადაც ცასთან სიახლოვეს სიტყვასიტყვით ყოველი ადამიანი გრძნობს. აქ მშვიდობა, ღმერთი, რწმენა - ცარიელი სიტყვები არ არის; აქ ზღვარი ზეციურსა და მიწიერს შორის ისეთი თხელია, რომ სასწაულების კი არ სჯერათ - მათით ცხოვრობენ. მინიშნება, სიტყვა, მოვლენა - არაფერია შემთხვევითი".

"25 წლის წინ მე მივიღე რუსეთის მოქალაქის პასპორტი. ქვეყანა, რომელიც 90-იანების ნანგრევებში იყო: ბანდიტები, ოლიგარქები, "ჟოლოსფერი პიჯაკები“, ომი ჩეჩნეთში. მაგრამ იყო რწმენა და იყო ნაბიჯი. იყო ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანის - დედაჩემის ნდობა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. იყო ახალი პრეზიდენტი - ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინი, და იწყებოდა სრულიად სხვა ეპოქა.

ალბათ, მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ყველაფერი ასე შეიცვლებოდა ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც, არ დავიჯერებდი. მაგრამ ბედისწერამ არაერთხელ აჩვენა - ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია - გჯეროდეს, არ დაიხიო უკან პრინციპებიდან. ზეცა ადრე თუ გვიან აჩვენებს, სწორია თუ არა შენი გაკეთებული არჩევანი".

ამ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ საუბრობს თითქოსდა ილია მეორის პუტინთან დანაბარებზე:

"მრავალი წლის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, თბილისში ჩვენი შეხვედრისას, მოულოდნელად და ხანგრძლივი განხილვების გარეშე მთხოვა, გადამეცა ვლადიმერ ვლადიმიროვიჩისთვის, რომ ის ლოცულობს მისთვის და ილოცებს მომავალშიც. მიუხედავად ყველაფრისა. ეს არ იყო უბრალოდ პირადი ჟესტი, არამედ მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ბურჯის მხრიდან ღრმა სულიერი აღიარების ნიშანი. ნიშანი იმისა, რომ რუსეთის მეთაურს ხედავენ არა მხოლოდ მართლმადიდებლობის, არამედ მთელი ქრისტიანული ცივილიზაციის ფასეულობების დამცველად. და ის, რომ რწმენა, ოჯახი, დედა და მამა, როგორც ფასეულობები, საჯაროდ გაიხსენეს ევროპაშიც და ოკეანის გაღმაც - ასევე არის ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი სწორად კეთდება...

ჩვენი საერთო ფასეულობების მხარდამჭერი ხმები უკვე ისმის ოკეანის ორივე მხარეს და ეს მხოლოდ საერთო ქრისტიანული აღორძინების დასაწყისია. მესამე რომი კვლავ გაანათებს სამყაროს, შექმნის რა მართლმადიდებლობის სიმფონიას“.

ამას ამბობს ე.წ. ქართული წარმოშობის კანდელაკი ქვეყანაზე, რომლის მიერ გასულ საუკუნეში ჩადენილ უკეთურობა - ეკლესიების ნგრევა და მღვდელმსახურების მასობრივი განადგურება მართლაც უპრეცედენტოა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რა გააკეთა რუსეთმა სულ ახლახან აფხაზეთში, როდესაც ქართული ეკლესიები რუსულად გადაღება და გაანადგურა,