ავტორი:

"ბაჩო აპირებდა პოლონეთში გაბრუნებას, იქ ემიგრაციაში ვიყავით წასულები, ლუკმაპურის საშოვნელად... საზღვარზე არ გაუშვეს" - რას ამბობს ანი ნადარეიშვილი

"ბაჩო აპირებდა პოლონეთში გაბრუნებას, იქ ემიგრაციაში ვიყავით წასულები, ლუკმაპურის საშოვნელად... საზღვარზე არ გაუშვეს" - რას ამბობს ანი ნადარეიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად დაკავებული ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის თქმით, ახალაია დაახლოებით სამი კვირის წინ პოლონეთში მიდიოდა, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს. ანი ნადარეიშვილის კომენტარს "ტვ პირველი" აქვეყნებს.

"ბაჩო აპირებდა უკან, ისევ პოლონეთში გაბრუნებას რამდენიმე კვირის წინ, იმიტომ რომ ჩვენ იქ ემიგრაციაში ვიყავით წასულები, როგორც ყველა ემიგრანტი, ლუკმა პურის საშოვნელად.

  • ბანკში გვაქვს ყველაფერი, ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს, აქ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არავინ არ გვამუშავებს და სამსახურს ვერ ვიშოვით. საზღვარზე არ გაუშვეს, გამოაბრუნეს საზღვრიდან. ეს იყო დაახლოებით სამი კვირის წინ.

ამიტომ ვიცოდით, სულელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე.

ძალიან კარგად იცოდნენ თითოეული გადაადგილება ჩვენიც და ჩვენთანაც ვინ მოდიოდა. დიდი ხანია უკვე ლუპის ქვეშ ვართ. სრული აბსურდია. ის რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საზოგადოებამ, იყო სრული ბოდვა", - ამბობს ანი ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია. სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან. ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავეს.

წაიკითხეთ ვრცლად, რას ედავება სუს-ი ბაჩო ახალაიას: